ფიქრები ზამთრის პირს
არაგვის ხეობის მიღმა, სადაც ახალგაზრდა ფიფქების ღრუბელს პირი ჩამოსტეხია, მზის ფერმკრთალი სხივები სვეტებივით ჩამოკრთიან. მზე ხარბად მთელი შერჩენილი ძალით
აციმციმებს ჰორიზონტს. ჰორიზონტს აქეთ თოვს
და ეს შეიძლება მისი ბოლო გაკიაფებაა ცისა და ქვეყნის შესართავთან.
ნოემბერი იწურება თავისი პირველი თოვლით. თოვლი დიდი არ არის, მაგრამ სრულიად საკმარისია თითოეული ხის ხელოვნების ნიმუშად საქცევად, რომელთა სადარი ამ წუთას ქვეყნად არაფერი მომეპოვება.
მივუყვებით არაგვის ხეობას და ზღაპარი არ მთავრდება.....
ეს ხელოვნების ნიმუშები მაოცებს!
არაგვიც მაოცებს თავისი ქცევით. იგი საოცარი სიმშვიდით ხვდება სიწმინდისფერ თოვლს,
თითქოს დიდი ხანია ელის თუ
ისიც ზამთრის ძილს მიეცა, ვერ გამიგია. შევერცხლილ
მთებს კი ნისლის ნაგლეჯები
შესევიან. დაძრწიან მთებს შორის ალაგ-ალაგ და აღმა-დაღმა, როგორც თებერვლის მშიერი ხროვა.
აი, ჰორიზონტი მოახლოვდა და როგორც ჩანს ოდესღაც კაცის მიერ ღმერთად შერაცხული მზე
ძალას არ კარგავს, არ ნებდება, სხივებიც მეტად შეჰფერვია,
მაგრამ ამაოდ. შავი, ბნელეთის გველეშაპი მოიკლაკნება
არაგვის ხეობაში და აბნელებს ყველაფერს, თუმცა ეს არაფერია....
იგი ვერასდროს იმძლავრებს
ნათელზე...
საინტერესოა, ხვალ რა შერჩება თვალსაწიერს.
საუკუნითგან ღმერთად წოდებული მზის ზამთრის პირს მოციმციმე მამაცი
სხივები თუ არემარეს შეფენილი სიწმინდისფერი თოვლი?!
წიგნი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
,,ბიძია თომას ქოხი" რომ წავიკითხე, ალბათ, 11-12 წლის ვიყავი და დღემდე
მახსოვს ემოციები. წიგნი ბალიშის ქვეშ მედო და ვკითხულობდი, როცა საშუალება მქონდა, მაგრამ ყოველ ღამე, ძილის წინ,
აუცილებლად. მას ისე მივეჩვიე, რომ არ წამეკითხა, ვეღარ ვიძინებდი. ის ჩემი პირველი სერიოზული წიგნი იყო. ამ წიგნმა გამაცნო მონების და ბატონების საზოგადოება, მაჩვენა სამყაროს ორი უკიდურესობა, მაჩვენა რას ნიშნავს სიღარიბე და სიმდიდრე,
მაჩვენა რამდენად მადლიერი უნდა ვიყო იმის, რაც გამაჩნია და მასწავლა თანაგრძნობა, მისი ფასი და აზრი.
ეს დიდი წიგნია!
უკვე ბევრი დამავიწყდა, მაგრამ არ მავიწყდება ბიძია თომა და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ემოციური მომენტი და გმირები.
ეს ადამიანურობის, თანაგრძნობის და სიყვარულის მასწავლებელი წიგნია.
შენ თუ შენ ცხოვრებას ემდური, არ აქვს მნიშვნელობა ეს სულიერია თუ ფიზიკური,- აუცილებლად წაიკითხე ეს წიგნი და მიხვდები, რამდენად ბედნიერი ხარ, რომ იმ გასაჭირში არ ხარ, როგორშიც ამ წიგნის გმირები არიან
და შენ წინ რამდენი შესაძლებლობა
და შანსია იმისა, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალო, მათგან განსხვავებით.
,,ბიძია თომას ქოხი"- ეს ძალიან მაგარი
წიგნია!
მამულიშვილი
როდესაც
ირჩევ
შენთვის
გამორჩეულ
პიროვნებას,
რომელიც
შენს
დროში
ცხოვრობს,
და
გგონია,
რომ
მასზე
ყველაზე ადვილად
დაწერ,
რადგან
იცი
მისი
გაკეთებული
კეთილი
საქმეების
შესახებ, სინამდვილეში
პირიქით
გამოდის,
რადგან
მასზე
წერა
ყველაზე
რთულია.
რთულია
იმიტომ,
რომ
ის
შენს
დროში
ცხოვრობს
და
მისი
საქმეებით
აღტაცება
და
ქება-დიდების შესხმა, კეთილი სურვილის მიუხედავად, ჩრდილს აყენებს მას და მის გაკეთებულ საქმეს, მაგრამ მე მაინც მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ადამიანზე, რომელიც ჩვენი დროის გამორჩეული მამულიშვილია. ჩემი
აზრით,
არ
შეიძლება
ცხოვრება
ეწოდოს
იმ
ადამიანის
სიცოცხლეს,
რომელიც
თავის
წუთისოფელს
ღმერთსა
და
სამშობლოს
არ უძღვნის,
რადგან
ჟამი
მისი
სიცოცხლისა
არის
იმედი
მამულისა!
ყველა
მამულიშვილი
თავისი
სიცოცხლითა
და
ცხოვრებით
სწორედაც
რომ
იმედია
თავისი
ქვეყნის.
ჩემი
აზრით,
სწორედ
ასეთი
პიროვნებაა
ხრიდოლის
ფედერაციის
ხელმძღვანელი
ნუკრი
მჭედლიშვილი,
რომელმაც
ფშავის
ხევზე
მრავლ
მნიშვნელოვან
წამოწყებას
ჩაუყარა
საფუძველი.
სულ
რამოდენიმე
წელია,
რაც მე
მას
ვიცნობ
და ჩემს
თვალწინ
ბევრს
მისცა
თავისი
ღირსეული
ცხოვრებით
მაგალითი,
ბევრს
დაუბრუნა
რწმენა,
ბევრი
ამოიყვანა
ჭაობიდან,
ბევრში
გამოაღვიძა
ვაჟკაცობისა
და
დედაკაცობის
სულისკვეთება.
ის
პროფესიით
ისტორიკოსია
და
თუ
მასთან
ურთიერთობა
გაქვს
როგორც
მეგობარს,
ნათესავს,
ახლობელს,
მოსწავლეს,
ეს
იმას
ნიშანვს,
რომ
სულ
მალე
კარგად
გეცოდნიება
შენი
ქვეყნის
წარსული
და
დღევანდელი
ყოფა,
რადგან
ის
დაუსრულებლად
ყვება
საქართველოსა
და
ქართველების
წარსული
დიდებისა
თუ
დღევანდელი
სამამულო
განსაცდელის
შესახებ.
გარდა
ამისა,
ის
შესანიშნავად
ითავსებს
ჟურნალისტის,
პოეტის,
მწვრთნელის,
ფსიქოლოგისა
და
სხვა
მრავალი
პროფესიის
მქონე
ადამიანის
საქმეს.
მას
ყველასთან
შეუძლია
საერთო
ენის
გამონახვა,
ყველას
უგებს,
ყველას
ეხმარება.
მოკლედ,
ჩემი
აზრით,
ყოველმხრივი
ნიჭით
დაჯილდოებული
ადამიანია.
,,ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“- ულამაზესი ფრაზაა... ამ რამდენიმე სიტყვაში ერთდროულად ბედნიერება, იმედი და სიკეთეა გამოხატული. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გამორჩეული ამ ადამიანის ჩამოყალიბებაში სწორედ აღზრდას უთამაშია დიდი როლი. მშობლების გარდა განსაკუთრებული ამაგი დაუდიათ დედის
მხრიდან
პაპა-დიდედას და მამის მხრიდან ფშაველ ბერდედას, რომელმაც აღზრადასთან ერთად ჩვენი ხეობის განსაკუთრებული სიყვარული ჩაუნერგა მას.
როგორც
ერთხელ
თვითონ
მითხრა:
ღმერთივით
ქალი
იყო
ჩემი
გამზრდელი
ფშაველი
ბერდედაო.
ის
გულისხმობდა
თამარ
აფშინაშვილს,
რომელიც
გაბიდოურთ
თემის
ფშაველი
ქალი
იყო,
სოფელ
ხოშარიდან.
ორიოდე
სიტყვით
მასზეც
გეტყვით, მართლაც გამორჩეული
ქალი
ყოფილა
თამარ
აფშინაშვილი.
ის
გახლდათ სახალხო
მკურნალი.
თამარმა
ამ
საქმეს
ხელი
მოკიდა
იმის
გამო,
რომ
ფშავ-ხევსურეთში განსაკუთრებით ჭირდა ამ საქმის მცოდნე ადამიანები. განსაკუთრებით ქალები იყვნენ დიდი განსაცდელში. თამარმა მამისა და ქმრის ხელშეწყობით ჯერ მონასტერში მიიღო განათლება, შემდეგ კი სამედიცინო სასწავლებელში, რაც იმ დროს მთიელებისთვის ფასდაუდებელი ცოდნა იყო. თამარი, გარდა იმისა, რომ მუშაობდა სავადმყოფოში სამსახურის შემდეგ, როგორც ნამდვილი მთიელი, ცხენზე ამხედრებული, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მიყრუებულ სოფელში დაუზარებლად მიდიოდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. გარდა ამისა, საკუთარ სახლში მოაწყო მცირე საავადმყოფო, სადაც არაერთი ადამინის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ
ყველაფერთან
ერთად
თამარმა
ექვსი
ვაჟი
გააჩინა
და
მთელი
ცხოვრება,
როგორც
თანამებრძოლი,
გვერდით
ედგა
მეუღლეს
ნიკოლოზ
მჭედლიშვილს,
რომელიც
გარკვეულ
პერიოდში
ანტისაბჭოთა
მოღვაწეობას
ეწეოდა.
ხოდა,
რა
გასაკვირია,
რომ
ასეთი
რჩეული
ფშავლის
ქალი
ფშავის
ხევის
დიდ
სიყავრულს
ჩაუდებდა
გულში
თავის
შვილიშვილს.
აბა,
წარმოიდგინეთ
ბერდედას
კალთაზე
გამოკერებული
პატარა
ბიჭი,
რომელიც გაფართოებული
თვალებით,
გულის
ფანცქალით
და
უდიდესი
ინტერესით
შესციცინებს
ტკბილ
ბერდედას
და მის
მიერ
წარმოთქმულ
ყოველ
სიტყვას,
ყოველ
ისტორიას
და
ლეგენდას
სათუთად
ინახავს
მეხსიერებაში.
ბერდედა
კი
დიდი
მონდომებით
უყვება,
აცნობს
დიდებულ
წინაპრებს,
ასწავლის
ვაჟკაცობის
იდეალს,
აცნობს
მთის
ტრადიციებს
და
მის
მშობლიურ
მხარეს,
ფშავს.
აი
ასეთი
ბერდედა
აღმოჩნდა
დამაკავშირებელი
ხიდი
ჩემს გმირსა
და
ფშავს
შორის.
ამ
„ხიდის“
წყალობით
ჩვენმა
გმირმა
ფშავის
ხევისთვის
ბევრი
რამ
გააკეთა.
მრავალი
წლის
განმავლობაში
ახმიანებდა
ხრიდოლის
ლაშქართან
ერთდ ფშავლების
მთავარ
სალოცავს
,,ლაშარის
ჯვარს“,
მაშინ,
როდესაც იქ
თითო-ოროლა კაციღა თუ ,,ასჩნდებოდა“ თავისი ქადა-პურით. მისი
დიდი
ძალისხმევით
გადაურჩა
ლაშარის
ჯვრის
საზარე
მარანი
დანგრევას,
აღდგა
ხოშარის
სახუთმეტო
სამრეკლო.
ახლა
კი
ამავე
სოფლის
ნაფუძარზე,
მისი
თაოსნობით,
მიმდინარეობს
რამდენიმე
ციხის
აღდგენა.
მცირე
შენიშვნა:
თქვენ,
მეგობრებო,
ვინც
ვერ
ხვდებით
ხატ-სალოცავების მნიშვნელობას, მას რწმენასთან ვერ აკავშირებთ და დრომოჭმულ ტრადიციად მიიჩნევთ, გეტყვით, რომ ცდებით! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ
ეს
ყოველივე
რამხელა
სიწმინდესთან
არის
დაკავშირებული
და
რამხელა
ზნეობის
მატარებელია
(იმას
კი
ვიტყვი,
რომ
ბოლო
პერიოდში
ცუდი
ფორმა
მიიღო
ამ
ყველაფერმა,
მაგრამ
პიროვნება,
რომელზეც საუბარია,
ამას
ძალიან
კარგად
აკეთებს).
სხვა თუ
არაფერი,
კულტურასთან
დააკავშირეთ
ეს
ყველაფერი
იმ
გაგებით,
რომ
ეს
ეგზოტიკაა
ქვეყნის
და
კუთხის.
ეს
ის
არის,
რაც
გამოგვარჩევს
სხვებისგან.
ასე
თუ
შეხედავთ,
მიხვდებით
ამ
ადამიანის
ღვაწლის
ფასს.
წლების
განმავლობაში
იგი
ცდილობდა
მთის
ღირსებების,
მნიშვნელობის
გაცნობას მის
ხელში
გამოვლილი
მრავალი
თაობისთვის,
ნაცნობისა
თუ
უცნობისთვის.
იგი
წინა
ხაზზე
იდგა
მათთან
შესაბრძოლებლად
(რა თქმა უნდა, სიტყვით
შებრძოლებას
ვგულისხმობ),
ვინც მთის
ტრადიციების
დამახინჯებას
შეეცდებოდა.
ის
პიროვნებაა,
რომელსაც
შეუძლია მასთან
მყოფი
ადამიანების გონება
გადარეცხოს
ჭუჭყისგან,
როგორც
წვიმამ მტვრიანი
ჰაერი. მას
ყოველთვის
შეუძლია
თავისი
სიმართლის
დამტკიცება!
რამდენიმე
წლის
წინ, მან
გახსნა
ხრიდოლის
წრე
ფშაველი
ბავშვებისთვის.
მაშინ
როდესაც
ამ
ბავშვებისთვის
არანაირი
წრე
და
წინსვლის საშუალება
არ
არსებობდა! წლებია
იგი
სრულიად
უფასოდ,
კვირაში
ორჯერ
უტარებს
ბიჭებს
ხრიდოლის
გაკვეთილებს
და
ეროვნულ
სულისკვეთებას
უნერგავს მათ.
მისი
თაოსნობით
ფშავის
ბავშვებმა
მრავალ
წარმატებას
მიაღწიეს.
როგორც
ფშავლები
იტყვიან,
მისმა
საქმიანობამ
ფშავლები
,,ააჩქამა“
და
ნებით
თუ
უნებლიედ,
დიდი
პოპულარიზაცია
გაუწია
ფშავს
და
ზოგადად
მთას.
მისი
წყალობით
(სულ
მცირე)
დღეობებზე
უამრავი
სტუმარი
მოდის
ბარიდან.
ეს
ყველაფერი
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია
ისეთი
კუთხისთვის,
როგორიც
ფშავია,
სადაც
კუთხის
ყველაზე
დიდი
სკოლა
იმ
ზღვრამდეა,
რომ
ზოგიერთ
კლასში
თითო-ოროლა
ბავშვი
ზის.
ბოლო
პერიოდში
კი
სიცოცხლე
დაიძრა,
ფშავი
ახმიანდა
და
ხალხი
აფუსფუსდა,
რაშიც ჩვენი
გმირის
დიდი
დამსახურებაა!
არ
ვიცი რამდენად
დამაჯერებლად
და
კარგად
გესაუბრეთ,
მაგრამ
შევეცადე. ასეთ
პიროვნებებს,
ხალხი
აუცილებლად
უნდა იცნობდეს
და
ხედავდეს.
დღევანდელ
საქართველოში
ასეთი
ადამიანები
ხალხისთვის
იმედს
წარმოადგენენ.
ჩემი ფშაველი ბებო
ჩემი
ფშაველი
ბებო
დიდი
ქალია.
თქვენ
ვერც
კი
წარმოიდგენთ,
რამდენი
კარგია
მასში.
იგი ნამდვილი ფშაველი, ნამდვილი ძირძველი ქალია თავისი ბუნებით. ის ადამიანების იმ უმცირეს კატეგორიაშია, რომლებიც მხოლოდ გასცემენ და თავის თავსაც კი მსხვერპლად სწირავენ სხვისი კეთილდღეობისთვის.
ჩემი ფშაველი ბებო ქალი ციხესიმაგრეა თავისი დათმენით და ამტანობით. იგი გულჩვილი და ძალიან მორიდებული ბუნების ადამიანია.
ისე თქვენ თუ გაინტერესებთ, რამდენად თავმდაბალი შეიძლება იყოს ადამიანი, მოდით
ჩემს
ბებოს
გაგაცნობთ.
იგი
უბრალოების
და
თავმდაბლობის
ნათელი
მაგალითია.
ზედმეტს
არაფერზე
დაიწუწუნებს
და
არ
იტყვის,
რომ
ცუდად
არის
(თუ
გაუსაძლისად არ
სტკივა)
იმ
ფიქრით,
რომ
არ
შეგაწუხოს.
თავისი მდგომარეობის (სახსრების ტკივილი აწუხებს ძალიან და გადაადგილება უჭირს) მიუხედავად, არასდროს ჩერდება და სულ
რაღაცის
კეთებას
ცდილობს.
იგი ჩუმია, მორიდებული და
მორცხვი.
არ
უყვარს
ხალხში
ტრიალი,
ურჩევნია
გავიდეს
გარეთ
ქათმებთან,
წიწილებთან,
ძაღლებთან
და
ა.შ . შინაური ცხოველები შვილებივით ჰყავს.
მიეალერსება
ხოლმე
მათ,
მაგრამ
უფრო
ხშირად
დასცემს
ერთ
ქოქოლას.
ამის
მიუხედავად,
ყველა
მათგანს
ძალიან
უყვარს
ბებო
და
მისი
დიდი
რიდი
აქვთ.
ამ
ყველაფერზე
,,ოთარაანთ
ქვრივი"
მახსენდება.
წააგავს ამ
სიტუაციას
მისი
ქცევა
და
დამოკიდებულება...
ჰმმ... იცით რა მახსენდება მასთან დაკავშირებით-ადრე, როცა სკოლიდან ლექსი მქონდა სასწავლი, ბებოსთან
მივრბოდი.
(ახლა
ასაკის
მიუხედავად
მაინც
განვიცდი,
რომ
ეს
მოვიშალე,
რადგან
ამით
მასთან
ურთიერთობის
ტკბილი
წუთები
არ
მემატება).
მიყვარდ,ა როცა მასწავლიდა. მისი ემოციები მიყვარდა, რადგან ვხვდებოდი რამხელა ბედნიერებას ანიჭებდა ჩემთან ურთიერთობა ამ პროცესში.
ხანდახან,
როცა
ვერ
ვსწავლობდი
ლექსს
და
განერვიულებული,
ტირილს
ვიწყებდი, ბებო ღიმილით
და
კარგი
სიტყვებით
უცებ
,,გადამიწმენდდა
ღრუბლებს".
მერე
კი ერთად
თავიდან
ვიწყებდით
ყველაფერს.
იგი ჩვენი დიდი გულშემატკივარია, ყოველი მცირე წარმატებაც კი დიდ
ბედნიერებას
ანიჭებს
და
თვალებს
უცრემლიანებს.
ამას წინათ მითხრა-შენი ყველაფერი მომწონს, სიმღერაც, ქცევაც, წერაც და ყველაფერიო. ეგრე გააგრძელე და დრო უქმად არასდროს დაკარგოო. ამ დროს ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ბოლომდე გავიაზრე მისი ნათქვამი და შევიგრძენი მის სიტყვებში ჩადებული სიყვარული. ეს არ იყო შიშვილიშვილისადმი უბრალოდ ნათქვამი ტკბილი სიტყვა, მიჭირს გადმოგცეთ ამ სიტყვების უკან რა არის და არ ვიცი როგორ გაიგებთ, მაგრამ ამან მე ერთი-ორად გამაძლიერა.
ჩემი ფშაველი ბებო ისეთი ტკბილი და თბილია, თანაც ისეთი საყვარელი თავისი ბავშვური ბუნებით.
აქვე ვიტყვი, რომ ბებო ძალიან ნაკითხია. სახლში რაც კი რამ წიგნი გვაქვს, ყველაფერი წაკითხული აქვს. რაღაც ახალი რომ მიმაქვს, მე
მასწრებს
წაკითხვას.
ხშირად
კითხულობს
ვაჟას,
ილიას,
შოთას,
ო
ჰენრის,
შტეფან
ცვაიგს და
სხვა
მრავალს...
დიახ,
დიახ
ასეთი
ბებო
მყავს,
სოფელში
დაბადებულ-გაზრდილი, რომლის სოფლურობა მხოლოდ მის გარემოში გამოიხატება. მან
ამ
გზით
მოახერხა
და
შესწვდა მაღალი
აზროვნების
დონეს,
გენიოსების
დონეს,
უფრო
კონკრეტულად
კი
მსოფლიო
აზროვნებას.
ახლა,
რომ
მიხვიდეთ
მასთან
და
ამაზე
საუბარი
დაუწყოთ,
იტყვის
რომ
მაგდენი
არ
იცის
და
ა.შ
მაგრამ
ეს
ხომ
ტყუილია.
ის
ვერც
კი
ხვდება
ეს
რამდენად
მაგარი
რამ
არის
და
სინამდვილეში
რამდენი
რამ
იცის.
ის
არ
გამოხატავს
ამ
ყველაფერს,
მაგრამ
ხანდახან
საუბრისას
ისეთი
რაღაც
წამოსცდება,
რაც
ჩემს
დიდ
გაოცებას
იწვევს.
იგი სიურპრიზებით აღსავსე ადამიანია, ბოლომდე ვერასდროს გაიცნობ. მასთან ურთიერთობისას ყოველთვის
რაღაც
ახალს
აღმოაჩენ,
რაც
აღგაფრთოვანებს.
ჩემი ფშაველი ბებოს სახეზე ბევრი ნაოჭია, რომლებიც მის უთქმელობას
და იდუმალებას
გამოხატავენ.
თითქოს
მუხთალი
წუთისოფლის
ყოველი
დარდი
და
ფიქრი
ამ
ნაოჭებით
აღბეჭვდია
სახეზე...
ქალი-ციხესიმაგრე, ქალი-თავმდაბლობა, ქალი-თავდადება, ქალი-სიკეთე და ქალი სიყვარულია ჩემი ფშაველი ბებო...
No comments:
Post a Comment