ლევან ჯობავა
შემოდგომის ერთ დილას მე,
ჩვეულებისამებრ, დილით ადრე ავდექი, მოვემზადე და სკოლის მანქანის დასახვედრად გავეშურე.
როცა იქ ჩავედი, ტელევიზია დამხვდა, ერთი მაღალი ბიჭი გამეცნო-ლევანი ერქვა, გვარად
ჯობავა და მითხრა, რომ ჩემს გადაღებას აპირებდა. პანიკაში ჩავვარდი, ძალიან შემეშინდა
და ავნერვიულდი. მას სურდა, გადავეღე და ჩემი სოფლის ამბები მომეყოლა მისთვის, თუ რა
გვაკლდა და რის გაკეთებას ვისურვებდით. ჯერ სკოლაში გადამიღეს, შემდეგ-სახლში. გადაიღეს
ჩემი შინაური ცხოველები და ა. შ... ბოლოს კი გამოვემშვიდოებთ ერთმანეთს. ეს დღე ძალიან
დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. ცოტა მოგვიანებით ტელებლოგიც ვნახე ჩემზე და უკანაფშავზე.
მას სახელად „სხვა გზა“ ერქვა. მახსოვს, ვუმტკიცებდი ლევანს ინტერვიუში, რომ სხვა გზა
არ მქონდა-განათლება უნდა მიმეღო და ჩემს კუთხეში რამე კარგი გამეკეთებინა. ლევანის
სახით კარგი მეგობარი შევიძინე.
მეზობელ სოფელში, საკმაოდ
შორს, გახსნილია „ხრიდოლის“ წრე, სადაც ჩვენი სოფლის ბავშვები ვერ ვახერხებდით სიარულს.
როცა ლევანმა ეს ამბავი გაიგო, მან ჩვენი ვარჯიში დააფინასა. იგი ძალიან დაინტერესებულია
ფშავით, მისნაირი ადამიანები არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას ბევრი...
დაუვიწყარი დღე
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, გარდა იმისა, რომ საღამოს
მოუთმენლად ველოდით გადაცემა „იმედის კვირას“. როგორც ვიცოდით, განთლების მინისტრ ბატონ
ალექსანდრე ჯეჯლავას ჩვენზე გადაღებული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა-დაემატებოდა
თუ არა ჩვენს სკოლას სამი კლასი და გახდებოდა თუ არა საშუალო. აი, დადგა ნანატრი წუთი
და მინისტრა თქვა, რომ ბავშვების თხოვნას ასრულებდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ სწავლის
გაგრძელებას ისევ ჩვენს სკოლაში შევძლებდით და არ მოგვიწევდა სხვაგან გადასვლა. ამის
შემდეგ ზოგი სიხარულისგან ტიროდა, ზოგის ტელეფონი არ ჩერდებოდა, მოდიოდა და მოდიოდა
მოლოცვები, ინტერნეტ სივრცეც ამ ამბავმა მოიცვა. მგონი, მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება
პირველად მიიღო.
მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ამბავი გულთან მიითანა და
დაგვეხმარა საშუალო სკოლის გახსნაში...
5 მაისი
5 მაისი. შუადღეა და ბარისახოში მივდივართ. მთელი გზა ვინერვიულე,
რადგან იქ ფშავ-ხევსურული საღამო იმართებოდა და მეც ვიღებდი მონაწილეობას. საერთოდ,
დიდი აუდიტორიის წინ გამოსვლა არ მიყვარს. მოკლედ, მივედით და კონცერტი დაიწყო... მე ფანდურზე ასე თუ ისე კარგად ვუკრავ და მითხრეს,
რომ მაჯილდოებდნენ ამისთვის. სტუმრად ცნობილი მომღერალი დათო კენჭიაშვილი და ასევე
ცნობილი ფანდურზე დამკვრელი მიშა წითელაშვილი იყვნენ. მე და ჩემს მეგობარს ხევსურეთიდან
სიგელები სწორედ მათ გადმოგვცეს. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. საღამოზე ლექსიც
წავიკითხე და ბევრი საინტერესო ამბებიც ხდებოდა... ემოციებით დატვირთული წამოვედი შინისაკენ...
თავისუფალი ფრინველი
გაზაფხულის მშვენიერი დილა
იყო. მე, რაღა თქმა უნდა, წავედი სკოლაში. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, არაფერი განსხვავებული,
გარდა იმისა, რომ ქართულში „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ ვისწავლეთ. თოლიას ამბავმა
ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მაგალითად ის, რომ უნდა
იყო მიზანდასახული, მიზანსწრაფული, ანუ რასაც მიზნად დაისახავ, ყველაფრის მიუხედავად
უნდა გააკეთო. ასევე თოლიას თვისებებიდან ჩემზე ძალიან იმოქმედა მიმტევებლობამ, ყველას
უნდა აპატიო და მიუტევო, რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი. რაც მთავარია, მისგან
ვისწავლე ის, თუ როგორ გავხდე თავისუფალი. მასთან ერთად გავიარე გზა თავისუფლებისკენ.
მოუარეთ
საქართველოს!
წუხელ
ღამით უცნაური სიზმარი ვნახე. ერთი კაცი გამომეცხადა-მოხუცი, თეთრწვერა და თეთრთმიანი,
გვერდზე დამისვა და ასე მელაპარაკა: „ვაი, საქართველო! ვაი, ქართველნო! ჩვენმა წინაპრებმა,
გმირმა მეფეებმა და თავდადებულმა ქართველებმა, ქვეყანა გააძლიერეს, გაამთლიანეს და
მომავალ თაობას დაუტოვეს, მაგრამ თქვენ ვერ ინარჩუნებთ ქვეყნის ერთიანობას. აფხაზეთი
და სამაჩაბლო დაკარგეთ. ქვეყნის ტერიტორია
კიდევ თანდათან იკლებს. მის დასაბრუნებლად და ქვეყნის გასაძლიერებლად კი არაფერს აკეთებთ.“
თქვა
ეს და გაუჩინარდა. შემდეგ დავინახე ვიღაც ყმაწვილი როგორ აგულიანებდა ქართულ ჯარს,
წარუძღვა წინ და გაამარჯვებინა.
გამოვფხიზლდი
და ვფიქრობდი, გმირი თუ გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას...
30.05.207
No comments:
Post a Comment