თავისუფალ დროს ხშირად ფილმების ყურებაში ვატარებ ხოლმე.
თითქმის ყველა ჟანრის ფილმი და სერიალი მაქვს ნანახი. განსაკუთრებით გამოვარჩევ სათავგადასავლო
ჟანრის ფილმებს. ჩემთვის, ისევე როგორც ძალიან
ბევრი თინეიჯერისთვის, ყველაზე გამორჩეული სერიალია „თინეიჯერი მგელი“. ის არის სათავგადასავლო,
ფანტასტიკური და კომედიური ჟანრის დრამა. ბევრჯერ მაქვს ნაყურები და ბევრი მაგალითის
აღება შეიძლება-მეგობრობის და სწორ გზაზე დადგომის. ჩემთვის საინტერესოა, თუ როგორ
ეხმარება მეგობრებს წარსულში მათი მტერი. „თინეიჯერი მგელი“ არის და იქნება ჩემი ფავორიტი
სერიალი.
ერთი დაუვიწყარი დღე
ისეთი დღეები, რომლებიც არ დამავიწყდება, ბევრია. თარიღი
შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მინისტრმა რომ ჩვენი თხოვნა მიიღო
და საშუალო სკოლის გახსნა გადაწყდა. ამის მიღწევაში კეთილი ადამიანები დაგვეხმარნენ,
როგორიცაა მაგალითად თინათინ მოსიაშვილი. მაშინ გადაწყდა, რომ ჩვენს მშობლიურ მხარეს
არ დავტოვებდით და სწავლას ადგილზე გავაგრძელებდით...
ბრბოს ფსიქოლოგია
სახიფათო დღე
ჩვენს სკოლაში არცთუ ისე
იშვიათია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და პროექტები, მათ შორის გასვლითიც. ერთ-ერთი
ასეთი დღე იყო დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც მივდიოდით იმერეთში იქაური ბავშვების
გასაცნობად. გზაში დიდი დაბრკოლება დაგვხვდა-უზარმაზარი მეწყერი ჩამოწოლილიყო გზაზე
და შეიძლება ვერც გაგვეგრძელებინა გზა. მაინც გადავლახეთ და წავედით, შევხვდით უნახავ
მეგობრებს და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. სამწუხაროდ, უკან დაბრუნებისასაც ვერ შევძელით
გზის გაგრძელება და ახლობელთან დავრჩით ყველანი.
ეს დღე არ დამავიწყდება,
რადგან თავაგადასავლები მიყვარს და ეს დღეც ერთგვარი თავგადასავალი იყო.
ბრბოს ფსიქოლოგიაზე ადრე
დიდად არ მიფიქრია. ეს მანამდე იყო, სანამ ქართულში ახალი თავის-„ბრბოს ფსიქოლოგიას“
შესწავლას დავიწყებდით. წავიკითხე და გავიაზრე „სარჩობელაზედ“, „მარიტა“, ეშმაკის ქვა“
და დავფიქრდი რამდენად ძლიერია ბრბოს ფსიქოლოგია, რომ მას შეუძლია უდანაშაულო ადამიანის
დამნაშავედ გადაქცევა. ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს თავის
გაკონტროლება. პირადად მე არ მოვექცევი მისი გავლენის ქვეშ და მინიმუმ შორს დავიჭერ
თავს...
No comments:
Post a Comment