ლია მახაური



           უბრძნესია ის, ვინც იცის, რომ არ იცის

 ადამიანი თუ არ აზროვნებ, ესე გი, ნამდვილი ადამიანი არ ხარ.
 თუ წარმოიდგენ, რომ ერთი წამით გარდაიცვალე, მაშინვე მიხვდები და იგრძნობ სიცოცხლის და ცხოვრების აზრს, რომელიც უძვირფასესია ერთი წამითაც კი, და შეუცვლელი.
 ადამიანი ორ სამყაროს შორის არის მოქცეული.
ერთი სამყარო სიცოცხლეა, ხოლო მეორე კი-სიკვდილი. სიცოცხლე, რადგან სიცოცხლეა, სულაც არ არის ადვილი. თუმცა, რა თქმა უნდა, სიკვდილს სჯობს და მასთან შედარებით უფრო მარტივი და გასაგებია. ჩვენ ჯერ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, ვიცით სიკვდილის შესახებ, მაგრამ არ ვიცით, რამდენად რეალურია "მოკვდე"და შენი სიკვდილით ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადახვიდე, სადაც შენი სული განაგრძობს მხოლოდ ცხოვრებას.
 იქნებ მხოლოდ ერთი სამყარო გვაქვს ჩვენ ადამიანებს?და ერთი სიცოცხლე...
მხოლოდ სიცოცხლე და არა სიკვდილი. მხოლოდ ერთი ვალი - ამ სამყაროში შევძლოთ ცხოვრება ისე, რომ შევქმნათ ჩვენი სრულყოფილი მოღვაწეობის აზრი, მიზანი და შედეგი.
 ადამიანი ორ სამყაროს შორის არის მოქცეული. ერთი სამყარო ანუ პირველი რეალობა, ხოლო მეორე კი - ჩვენი რეალობის წარმოსახვა.
 სიცოცხლეს ამიტომ ვაფასებთ უფრო და გვიღირს. რეალობა ჯობს წარმოსახვას. მიუხედავად იმისა, რომ რეალობაც მწარედ იხატება ზოგჯერ ჩვენში და გვიჭირს მისი გაგება და მიღება.
 ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ერთი დღით, ერთი წამით და ერთი პიროვნებით. ისე, რომ სრულყოფილი იყოს მისი სიცოცხლე და სამყარო.
 სიცოცხლე იმდენად ღირებულია, რომ სიკვდილის მცნება მასთან ვერაფრით მოვა, მიუხედავად იმისა ესეც არსებული და დასაფიქრებელი საკითხია, თუნდაც ფილოსოფიურად.
 ზოგჯერ იმიტომ კვდები, რომ უფალს "ჩვენს ღმერთს"სჭირდები. ამიტომაც არა დასანანი შენი წასვლა, იმიტომ რომ შენ შენს მისიას იქ აგრძელებ, ოღონდ უფლის გვერდით. ანუ შენ ხარ მისთვის ძვირფასი და ღირებული. როგორც შენთვის სიცოცხლე, ისე მისთვის შენ... შეიძლება ითქვას, საჭიროა იქ ყოფნაც შენი. და ეს ამიტომაც ხდება, ეს უბედურება ბედისწერად იწერება.
 ჩვენ შეგვიძლია აზროვნება და დროის განაწილება. გაგება, გააზრება და მიღება... ამიტომაც ვართ ადამიანები! ამიტომაც ვიღებთ რეალობასა და წარმოსახვასაც.
ეს იმიტომ, რომ წარმოსახვაც ჩვენი გონების შედეგია.
 მთავარია, პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ და არა შიშს. გვწამდეს, გვჯეროდეს...
სამყაროში სხვა ყველაფერმა მიჩვევა იცის. სამყარო ბრუნვადია და ჩვენც მასთან ერთად...
  და ბოლოს
მე ერთი რამ ვიცი: ის, რომ არაფერი არ ვიცი...








სიყვარულის აგონია

თუ გინდა ბედნიერი იყო, ყოველთვის ის იყავი, რაც ხარ! ნურასდროს განიკითხავ და სამყარო შენ ირგვლივ ბევრად მნიშვნელოვანი და ლამაზი გახდება. იყავი მიმტევებელი და გქონდეს უნარი აღიარო საკუთარი დანაშაული თუ შეცდომა. საკუთარი თავი დაინახო ყოველთვის და იყო ადამიანი მართალი და თუნდაც მარტო.
 სიყვარულს თუ გრძნობ, რაც არ უნდა არაადამიანური იყოს ეს სამყარო, ის მაინც ნიშნავს შენთვი.
 სიყვარული შენი ცხოვრების სინათლეა. სიყვარული ძალას გაძლევს, იმედს და ხალის. მთავარია, შენ დარჩე მარად ადამიანად და დანარჩენი ყველაფერი მარტივია.
 როცა გზის დასაწყისში ხარ, გზის დასასრულამდე სიყვარულით უნდა იარო, რომ მიხვდე რამდენად მშვენიერია.
 ცხოვრება ხანმოკლეა, სამყარო კი პატარაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიყვარული არ შეუძლია.
 თუ არ გყვარებია, გამოდის არც გიცხოვრია.
მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ან ხდებოდეს, დანებებისთვის ზედმეტად მშვენიერია ცხოვრება.
 როცა რაღაც გიჭირს, გარემოს სიყვარულიც გეხმარება ახალი რეალობის დანახვაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გიყვარდეს სამყაროც და ის გარემო, სადაც ახლა ხარ.
 ცხოვრებაში ხომ არ არის აუცილებელი მხოლოდ პიროვნული სიყვარული გადარჩენისთვის?-არა!
 სიყვარული მრავალმხრივია და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში უნდა დააგროვო! ძალიან ბევრი და გულწფელი.
თუ ერთხელ გარდაიცვალე, სიყვარულმა შეიძლება ხელმეორედ დაგბადოს იმიტომ, რომ ის ყველაზე ძლიერია გრძნობებთა შორის.







"Festina lente"
(„იჩქარე ნელა“)
"ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო საკუთარ სურვილებთან, რადგან ადამიანს და ყველა ადამიანს არაზებუნებრივი ძალის მქონეს აქვს იმის უნარი, რასაც ინატრებს, აუხდეს"

სიკეთისა და ბოროტები, ღმერთისა და დემონის ბრძოლა ყველა ადამიანშია. სანამ სულში სიყვარული და სინანული არ იმძლავრებს, ბოროტი სიზმარშიც დაგეპატრონება. სანამ შენს თავზე ყველაფერს არ გაიგებ და არ გეცოდინება ვინ ხარ, შენს ქვეცნობიერს ბოროტი მართავს. ზოგჯერ ყველაფერ მოჩვენებითად გესახება,  ხვდები, რომ ნელ-ნელა ტკივილი შიგნიდან გჭამს. სუსტად გრძნობ თავს, რა დროსაც შენი გამოხედვა უმეტყველო ხდება. ელოდები, მაგრამ არ ჩანს. იმედი გაქვს, თუმცა ეს იმედი უმალვე ქრება. რა ახლოსაა, რომ გრძნობ, სუნთქვა გეკვრის. მაგრამ ამ სიახლოვეს როცა ზრებ, ხვდები თუ რამდენად შორს ყოფილა შენგან. უკნ დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. უკან ვერ წახვალ. დროს ვერ დააბრუნებ. იმაზე არ იფიქრო, რამდენად სწორი, ან არასწორი შეცდომა დაუშვი. ცოტა ხანს ფიქრი შეწყვიტო უნდა, რომ სუნთქვა განაახლო. მართალია, ვერ ისუნთქებ, როდესაც იხრჩობი, მაგრამ თვითგგვმა არ უნდა დაგემართოს. ეს უძილო ღამეებს უფრო მტკივნეულს გახდის. საკუთარი სურვილით წერტილი არასდროს უნდა დასვა, რადგან ცხოვრება იქ არ მთავრდება, სადაც შენ გგონია. სიახლოვე, რასაც ალური თვალით სიშორე ქვია, სიშორე არ არის. ეს სიმწრით ასატანია გარეგნულად, მაგრამ შიგნით უარესი ხდება. გარეგნული იმედგაცრუება მოსატანადაც არ ღირს სულიერ ცეცხლთან. აქ მთავარი ის არაა, რამდენად მაგარი ხარ! გრძნობებთან სიამაყე სიმახინჯეა!
ცხოვრება მუდმივი არა, ცხოვრება სიჩქარეა და ეს სიჩქარეც კი არის ხანმოკლე, სადაც უნდა იჩქარო-დიახ!. მაგრამ ნელა. სიჩქარით დასკვნების გამოტანა უსაფუძვლოა. ყველაზე საინტერესო დაკვირვების მომენტია. შენ მხოლოდ ის სიამაყე უნდა გაგაჩნდეს თუ რამდენი ადამიანი გახადე ქვეყნად ისე ბედნიერი, რომ შენც ბედნიერი იყავი. ეს სიამაყე შენს პიროვნებას ლამაზად წარმოადგენს. წარსული ხარ თუ აწმყო, ეს სილამაზე სულ იარსებებს. მაგრამ პირველი ადამიანის სილამაზე თვალებია და ხელები, რომელიც არის რეალური... ამ ორ რაღაცას შემეცნებითი სახეც კი უნდა მისცე. თვალები და ხელები ადამიაინის არასდროს ტყუიან. ამ ყველაფერს სიღრმისეული ახსნა აქვს და ეს არა ასე მარტივად გასაგები ან მისაღები, მაგრამ რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. მთავარია, ბრძოლა არ შეწყვიტო სასურველი მიზნის მისაღწევად. თუ მიზანს მიაღწევ, ეშმაკი დამარცხდება, ხოლო ანგელოზი გაიმარჯვებს...




"გადაუხადე სხვას"



 სიკეთე სულის ნეტარებაა და ცხოვრებაში ამაზე კარგი მიზანი შესაძლოა არც კი არსებობს. ეს გარეგნულად არ განისაზღვრება, მისი შინაგანი მხარე უფრო მნიშვნელოვანია.
 უნდა აკეთო სიკეთე არა იმისთვის, რომ მოჩვენებითად გამოხატავდე შენს გულწრფელობას, არამედ მისი კეთება შენ უნდა გხდიდეს სრულყოფილს და ბედნიერს.
 სიკეთესაც კონკრეტულად მხოლოდ ეს მიზანი აქვს, რომ გახადო ადამიანები ბედნიერები, გაახარო და ამით შენ ათმაგად ბედნიერი იყო, ათმაგად გახარებული...
სიკეთის კეთებას დასასრული არ აქვს, არ განისაზღვრება და იგი არასდროსა მატერიალურად სრულყოფილი, რადგან სურვილი ყოველთვის მაღალია, ვიდრე შესაძლებლობა. ეს არც სახელია და არც გმირობა.
სიკეთე ზოგჯერ თავად შენ ხარ-ადამიანი, რომლის შინაგანი განწყობა და მონდომება იდიალურთანა მიახლოებული.
არასდროს იცი, რა ხდება წინასწარ. არ იცი, ვის შეიძლება დასჭირდე, ანაც როდის ვინ შენ დაგჭირდეს. დახმარებისთვის თავი არასდროს უნდა დაინანო და ამისთვის კი სანაცვლოდ ყველაზე ღირებული რამ უნდა ითხოვო.
ეს არის პირობა!
ეს პირობა კი არის სიკეთე!-სიკეთით "გადაუხადო სხვას".
და უბრალოდ უნდა გწამდეს, რომ სიკეთე არის გადამდები!
უნდა გწამდეს, რომ შენი თხოვნა ასრულდება.
სამყაროს შეცვლა რომ მოინდომო, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლი, თუმცა მცირედი მაინც უნდა სცადო!
ყოველთვის უნდა სცადო!
სიკეთე არ იკარგება, ის წრეზე ივლის, ივლის და ბოლოს ისევ შენ დაგიბრუნდება.
შენს თვალებში წამიერად ვარსკვლავივით განათდება, დახუჭავ თვალებს და სიყვარულს უსასრულოდ იგრძნობ.
სიკეთე გმირობა არაა, სიკეთე ადამიანობა...








ღია წერილი
ცხოვრება უკვე მშვენიერი ჩემთვის! სიცოცხლე კი ყველაზე მთავარი და შეუსყიდავი... ცხოვრება სიყვარულია! ბედნიერებაა, გერქვას ცოცხალი... სამყარო მშვენიერიც ყოფილა (მაპატიე, სხვაგვარად რომ ვფიქრობდ). სიცოცხლე მინდა... დიდხანს სიცოცხლე, რომ დავაკვირდე ამ ცხოვრების სილამაზეს, ჩავიხედო მის სულში... მწამს-გესმის?! უკვე უფლისაც მწამს... მჯერა ბედნიერების... სიცოცხლეშია წვიმა, სიცოცხლეშია შემოდგომა, თვალები ადამიანის! ბოლოს რომ შევხედე უცხო ადამიანს თვალებში, განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა მიუხედავად იმისა, რომ სახე მოღუშული ქონდა სიბრაზისგან...სიბრაზე მისმა შინაგანმა სიყვარულმა დაფარა და გამიღიმა... უცნაური შეგრძნება იყო, მას ქონდა სავსე თვალები, რომელიც ამბობდა "იცხოვრე-იცხოვრე და ისწავ, რომ ადამიანები ხან მიდიან, ხან მოდიანო... შენ გაუძელი, შენ იყავი აქ, ქვეყნადო."სიცოცხლე დიდი განძია. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, ჩვენს გრძნობებს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გვიყვარდეს ერთმანეთი! გვიყვარდეს უფალი ჩვენი... ჩემი სიცოცხლე სიზმარს ჰგავს. არასდროს ვიცი, რა დროს გამეღვიძება და რა დროს ექნება დასასრული ერთ ამბავს-ჩემს ისტორიას...(არ მინდა გაღვიძება, მიყვარს სიზმრები)...ნურც შენ გამომაფხიზლებ!...ჩემს სიზმაშია იმედი, აქაა ჩემი გრძნობები, აქედან იწყება მომავალზე ოცნება!-ოცნება, რომელიც მიყვარს...ხშირად მესიზმრება ჯოჯოხეთი, მაგრამ მესიზმრება სამოთხეც... ხშირად მიოცნებია ცუდზე, მაგრამ მიოცნებია კარგზეც!-ცხოვრება ესაა, ხან კარგი, ხან ცუდი. ცხოვრების გამოცდაც მხოლოდ ჩვენს ნებისყოფას მოიცავს...გწამდეთ ცხოვრების!-თავი არასდროს დაუხაროთ მას...  (სიყვარული შენთვის-ეს სამუდამოდ!)







მოგონება

წერა 12 წლის ასაკში დავიწყე და სწორედ ფშავში, ჩემი საყვარელი ხის ქვეშ შევქმენი პირველი ჩანაწერი...
ჩანაწერი სულ რაღაც ხუთი გვერდისგან შედგებოდა და მისი შინაარსი მხოლოდ ერთ, ჩემთვის სამაგალითო ადამიანის სახელს მოიცავდა...(პირველი სიხარული მაშინ ვიგრძენი).
ისე ვწერდი, რომ აზრების ძებნაც კი არ მჭირდებოდა, თავისუფალი ვიყავი...
ემოციას განვიცდიდი და ჩემთვის ვიღიმოდი კიდეც. ის ვიყავი გახარებული, თითქოს რაღაც ჭკვიანური გამეკეთოს... მთელი დღე ამ ხის ქვეშ გავატარე. ოცნებებში წავედი, სიჩუმეს და მდუმარებას  მხოლოდ ადიდებული არაგვის ტალღები არღვევდა...
ეს დღე გუშინდელივით მახსოვს. უბრალო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი წუთები აღმოჩნდა... მოულოდნელი სიხარული, რომელიც მხოლოდ მე და ჩემ ირგვლივ მდგარმა ხეებმა განვიცადეთ.
დღეს მე უკვე 17 წლის ვარ და იშვიათია მოგონება, რომელიც გულში სიყვარულს აღმიძრავდეს... სიყვარულის 12 წლის ასაკში უფრო მჯეროდა, ვიდრე ახლა. მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი არსებობს ისევე როგორც თქვენში, ასევე ჩემში!.. უბრალოდ ყველა ამას ჩვენებურად გამოვხატავთ...
ფშავის სიყვარულსაც სხვაგვარად აღვიქვამ თითქოს მე პირადად...თუმცა ბოლომდე არაფერს გამოვხატავ...მიყვარს აქაური გარემო!
აქაა ჩემი მიწა, წყალიც და ჰაერიც... ჩემი ტკივილიც აქაა და სიხარულიც.
მოგონებებს ეს მთა ინახავს, ხეები კი, რომელთა გამხმარი ფოთლები სულში მეჩხირებიან კიდეც, ჩემი სიმშვიდეა...შემოდგომის ფერები აქ ჩემის სულის ფერებია. როგორ მიყვარს ფოთლების შრიალი რომ ჩამესმის ჩაფიქრებულს... მოგონებე მუდამ ჩვენი თანმდევია!...





Memento Mori
(ახსოვდეს სიკვდილი)
იში ბევრჯერ მქონია იმის, რომ მოვა დრო და მეც აღარ ვიქნები ქვეყნად... ეს ჩემი ამოუხსნელი შეგრძნებაა, თუმცა რა?! ჩვენ ხომ მაინც ყველა სიკვდილის შვილები ვართ!.. პირველად, როდესაც სიცოცხლის დაკარგვის შიში განვიცადე, მაშინ მე სრულიად სხვა აზროვნების ადამიანი ვიყავი, სრულიად სხვა... დაუფიქრებელი, გაუწონასწორებელი და მხოლოდ ცარიელი მოჩვენება ლანდი, რომელიც წყვდიადში უგზო-უკლოდ დაეხეტება... სრულიად რწმენადაკარგული ვიყავი, საკუთარი თავისაც კი არ მეჯერა, აგრამ რაღა მე?!- მე ღმერთისაც კი არ მეჯერა... ნამდვილი ათეისტი ითქმოდა მაშინ ჩემზე... მოვიდა ის დროც, რომ დავიჯერე რაღაცის. ეს კი ის იყო, რომ ცხოვრებას მძიმე განსაცდელებთან ერთად ბედნიერი და სიყვარულით სავსე წუთებიც ახლავს... მე აქ ვარ ახლა და შეიძლება სრულიად სხვაგან ყოფილიყავი, რომ არა ერთი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც ყველაზე მძიმე დროს დაინახა ჩემი დარდი, იგრძნო ეს გულით და თვალებით...ეს იყო ადამიანი, რომელმაც იმ მძიმე პერიოდში განიცადა ჩემთან ერთად თითეული წუთი... გამომიწოდა ხელი და მითხრა "მე გამომყევი, მე დამიჯერე და მენდე"... ეს ის რაღაც იყო, რამაც მე იმედი და რწმენა ჩამისახა... ადამიანის თანადგომამ სხვა სამყარში გადამისროლა და სრულიად სხვანაირად დამანახა ყველაფერი... ვაღიარებ, რომ ვიყყმანე და ხელი დაგვიანებით მივეცი... მისმა მზერამ და ხელის ენერგიამ რაღაც მაგრძნობინა, რაღაც, რასაც მაშინ ახსნას ვერ ვუძებნიდი, თუმცა საბედნიეროდ, დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს შეგრძნება იყო "ცხოვრების რწმენა, სიყვარული და დაფასება".

არც კი ვიცი დაწვრლებით როგორ გადმოგცეთ სიკვდილის შიში... სიკვდილი წინაშე მდგარმა ჩემში ცხოვრების სიყვარულმა იფეთქა...უფალი მოწყალეა!...მისი შვილი ვარ ახლა მე, რწმენა კი მისდამი ჩემი სულის სიამაყეა...

No comments:

Post a Comment