მარიამ ჯაბანიშვილი



მასწავლებლის ადგილზე...
 გუშინ გავიგე, რომ მასწავლებლის ადგილზე უნდა ვყოფილიყავი დღეს. იმის გამო, რომ კლასელი არ მყავს, ჩემი მასწავლებლისთვის უნდა ჩამეტარებინა გაკვეთილი. მთელი დღე ვმეცადინეობდი, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და როგორ. დილით ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. სანამ წამოვიდოდი, კიდევ ერთხელ გადავიმეორე და მოვემზადე. შემდეგ დავმშვიდდი და სკოლაში წავედი, პირველივე გაკვეთილი ქართული მქონდა. მე ვუხსნიდი ჩემს მასწავლებელს გაკვეთილს და თან ვნერვიულობდი, რადგან მეშინოდა ცუდად არ გამომსვლოდა. გაკვეთილის  თემა იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „მოტირალი და მოცინარი“. ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება ერთი და იმავე პრობლემის გამო ზოგი ტიროდეს და ზოგი იცინოდეს. მე და მასწავლებელმა მოტირალი გავამართლეთ, რადგან ცუდ გზაზე დამდგარ ადამიანებზე ბოლომდე ფიქრობს და შეიძლება გამოასწოროს კიდეც. შემდეგ მოვაწყვეთ როლური თამაში. მე მოცინარი ვიყავი, ირინა მასწავლებელი კი-მოტირალი. კიდევ ბევრი საინტერესო რამ გავაკეთეთ და ასე თუ ისე გავართვი თავი, მაგრამ მე ჩემი თავით მაინც არ დავრჩი კმაყოფილი და მივხვდი, რომ ძალიან ძნელია მასწავლებლობა.  მომავალში დავამტკიცებ, რომ შემიძლია. მხოლოდ ჯერ არ ვიცი, რისი მასწავლებელი გამოვალ. მე ბევრჯერ მიფიქრია, რამდენს შრომობენ მასწავლებლები და ახლა უფრო კარგად მივხვდი, რამდენი რამ არის საჭირო, ჩვენ რომ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაგვიტარონ გაკვეთილები.
ასეთი იყო ჩემი პირველი გაკვეთილი მასწავლებლის ადგილზე. 
                                                                                                                              30.05.2016




 ერთი დღე ბაკურიანში

დღეს ყველაზე განსაკუთრებული დღე გათენდა და იცით რატომ? ბაკურიანში ვარ და სათხილამუროდ წაგვიყვანეს. თან მეშინოდა და თან მინდოდა შიში  დამეძლია. ძალიან მაღალი მთიდან მოგვიწევდა დაშვება. შეჯიბრების წინ ჩემი სახელიც ამოიკითხეს და მითხრეს, რომ მონაწილეთა შორის მოვხვდი. ძალიან გამიხარდა. როცა ვატყობდი, რომ ჩემი გამარჯვების იმედი ჰქონდათ, ეს მე მამხნევებდა. მთიდან რომ ვეშვებოდი, უცებ დავეცი და მეტკინა. არ მინდოდა იმედები გამეცრუებინა, წამოვდექი ფეხზე და ისევ გავაგრძელე გზა.
საამოს პოეზიის საღამოში მივიღე მონაწილეობა, ვაჟა-ფშაველა ლექსი წავიკითხე „მთას ვიყავ“, ძალიან მოეწონათ და შემაქეს. ღამით რომ დავწექი, ვფიქრობდი მთელი დღის შთაბეჭდილებებზე და ისევ მიხაროდა, რომ შევძელი. ვიხსენებ შუაფხოდან ამ ამბებს და ვფიქრობ...
05.04 2017





ბესო მასწავლებელი

ბესო მასწავლებელი ნამდვილი ფშაველია. ჩვენთან ყველაზე მეტი ცხვარი ჰყავს და თითქმის სულ მთაშია მათ სამწყემსად. მარტო ორი დღე ისვენებს. ზამთარში თხლამურებზე დადგომას გვასწავლის, სხვა დროს კიდევ-ჭადრაკის თამაშს. როცა ცხვარში მიდის, თურმე თან წიგნები დააქვს და კითხულობს. ან სხვა რა უნდა აკეთოს. მაგრამ ყველა მაინც არ კითხულობს წიგნებს. ამიტომაა ბესო მასწავლებელმა თითქმის ყველაფერი რომ იცის ფშავის შესახებ და თუ ვინმეს რამ აინტერესებს, მას ეკითხებიან. ერთს კი ვფიქრობ-ნეტავ-ნეტავ, არ სწყინდება სულ ცხვარში ყოფნა? მაგრამ რომ არ მოსწონდეს, არც ეყოლებოდა ალბათ...



No comments:

Post a Comment