ბექა ცქიფაშვილი



ჩემი ფშავი


ლამაზია ჩემი ფშავი. არწივივით მხრებგაშლილი, კლდესავით სალი და ურყევი, მტრედივით ალალი, მშვიდი და წყნარი. მე ძალიან მომწონს და მეამაყება მისი ყოველი კუთხე-კუნჭული, მშვენიერი ბუნება, რომელიც ზაფხულში მწვანედ ბიბინებს,ზამთარში კი თოვლით თეთრად იპენტება. ვფიქრობ და ეს ასეც არის, რომ ჩემი კუთხისადმი განუსაზღვრელი სიყვარული იმის გამო მაქვს, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, პირველად აქ მოვევლინე სამყაროს...





ნინო ნაყეური

ფშავში არანაირი პირობები არ გვქონდა ბავშვებს ჩვენი უნარები რომ გამოგვევლინა.  ძალიან ბევრი მიმართვა და თხოვნა გვქონია ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი      დახმარება შეეძლო, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ერთ დღესაც სოციალური ქსელის    საშუალებით გავიგეთ, რომ ვიღაც აპირებდა ფშავში მუსიკალური სკოლის გახსნას და ეს  ადამიანი ნინო ნაყეური აღმოჩნდა. ყველას ძალიან გაგვეხარდა და ჩვენს გულებში  იმედის სხივი ჩაისახა. ერთ დღესაც ნინო ნაყეური ამოვიდა და გახსნა უფასო  მუსიკალური სკოლა. ჩვენი ნიჭით ის ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ახლო მომავალში ვგეგმავთ სტუდიის გახსნას. ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ    ღონისძიებები, მოვიწვიოთ ბევრი სტუმარი და ა. შ... ამ ყველაფრის საშუალებით        შევძლებთ ფშავის გამოცოცხლებას და განვითარებას.






9 მაისი 

ეს არის ის დღე, რომლის მოსვლაც ძალიან მიხარია. ბოლო სამი წელია, რაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ეს დღე ტრადიციად აქციეს და ამ დღეს მაღაროსკარობა დაარქვეს. როგორც იქნა მოვიდა 9 მაისი. დილით რომ გავიღვიძე და დავინახე, რომ გარეთ ძალიან წვიმდა, ერთხელ კი გავიფიქრე, რომ დღევანდელ დღეს ამაოდ არ ჩაევლო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შიშით და უიმედობით არაფერი გამოვიდოდა და ჩემი თავი გავამხნევე.ზუსტად ასეც მოხდა... უცებ ისეთი კარგი ამინდი გამოვიდარომ ხალხი მოკლემკლავიანი მაისურებით დადიოდა. დღემაც წარმატებულად ჩაიარა. დოღის შემდეგ გავმართეთ კონცერტი. ლექსები და სიმღერები არ მოგვკლებია. წლევანდელი 9 მაისი ყველაზე მრავალფეროვანი და ყველასათვის დაუვიწყარი გამოდგა....







მე და სკოლა

სკოლასთან დიდი მოგონებები მაკავშირებს. ეს ის ადგილია, სადაც იაკობ გოგებაშვილის დედა ენა გადაიშალა ჩემ თვალწინ. ის ადგილი, სადაც ვისწავლე წერა-კითხვა... სადაც შევიძინე ბევრი მეგობარი. პირველი კლასის მერე ჩემს თავში მხოლოდ ის ტრიალებდა, რომ ზაფხულის არდადეგები მალე დაწყებულიყო, მაგრამ შემდეგ ვხვდებოდი, რომ იმ სამი თვის გატარება ძალიან ძნელი იქნებოდა სკოლის მეგობრების გარეშე, იმ ხალისის გარეშე ყოფნა,  სკოლაში რომ სუფევდა და ერთი სული მქონდა, სკოლა მალე დაწყებულიყო. მართალია, ჟურნალში ჩემს გრაფაში ბევრჯერ დაწერილა დაბალი ნიშნებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ორმაგ შემართებას და დიდ სტიმულს მაძლევდა...





საყვარელი წიგნი

მე წიგნები ასე თუ ისე მიყვარს. ჩემთვის ყველა წიგნი საინტერესოა იმიტომ, რომ ყველა წიგნშია რაიმე მნიშვნელოვანი. წიგნები იმიტომ მიყვარს, რომ ყველა წიგნი არის აღმზრდელობითი ხასიათის. რაც მე წიგნები მაქვს წაკითხული, ყველამ გარკვეული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ყველამ რაღაც მასწავლა, დამაფიქრა და მასიამოვნა. მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბოლოს წაკითხულმა წიგნმა 'მგლის ბილიკი", რომელიც ეკუთვნის ალექსანდრე იასაღაშვილს. ეს წიგნი არის ქართული დეტექტივი, რომელიც ძალიან მაგარი წიგნია. საერთოდ, ჩემი ფავორიტი ჟანრია დეტექტივი, მაგრამ არც სხვა ჟანრის წიგნებზე ვამბობ უარს. მოკლედ, წიგნი ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი უნდა იყოს...












No comments:

Post a Comment