ფშაურ-იმერული დღიურები

ანა გულბათაშვილი ფშაურ-იმერულ მეგობრობაზე

      ჩემს ცხოვრებაში არიან დღეები, როცა ერთდროულად პირს შეკრავენ და ერთდროულად მოიქუფრებიან, მოიღუშებიან, მოიღრუბლებიან... მაგრამ ჩემს დღეებს ზოგჯერ კარგად ყოფნაც გამოსდით. ზოგჯერ კარგად ყოფნაც სჩვევი...

      აი, ერთხელაც ასეთი დღე გამითენდა. დღე, როდესაც ვაჟას და აკაკის გარდაცვალებიდან ასი წლის იუბილეს აღვნიშნავდით (ვგულისხმობ მწერლებს- ვაჟა-ფშაველას და აკაკი წერეთელს). პროექტს ერქვა: "გხედავრომ შამრიგებიხარ!", რომლის ფარგლებში გავიცანით ბავშვები ზემო იმერეთიდან.  პროექტის მონაწილეებს ზედა უსახელოს საჯარო სკოლიდან ჩვენთვის უნდა გაეცნოთ აკაკი წერეთელი. თავის მხრივ, ჩვენი სკოლა უნდა ჩასულიყო საჩხერეში სტუმრად, სადაც უნდა მოგვენახულებინა აკაკის სახლ-მუზეუმი. ერთი კვირის შემდეგ კი ჩვენთან ჩამოვიდოდნენ სტუმრად-ჩარგალში. ერთმანეთის გასაცნობად წერილების მიწერა ვარჩიეთ (რადგან ფშავში არ იყო სატელეფონო ანძა და ჯერ კიდევ არ არსებობდა მსგავსი საკომუნიკაციო საშუალებები).


      მახსოვს, საჩხერეში გამგზავრებისას თავსხმა წვიმა მოვიდა.  მიწამაც ვერ შეიკავა თავი და დაუკითხავად ჩამოვიდა მთავარ სამანქანე გზაზე. ეს დაბრკოლება როგორ შეგვიშლიდა ხელს და ჩვენ, რა თქმა უნდა,  შევძელით ღვარცოფის გადალახვა... 

      აკაკის "სამშობლომდე" გზა დიდია. დიდია ფიქრის დროც. ავტობუსში ჯდომა და იმაზე ფიქრი, მოეწონები თუ არა იმ ადამიანს, ვინც შენ წერილი გამოგიგზავნა, ერთი დიდი გარდმავალი წამია, ოდნავ შიშნარევი, საკუთარ თავთან გარდამავალი წამი. აი, დადგა სანატრელი დროც, როცა ავტობუსი დანიშნულ ადგილს გაჩერდა. არის რაღაცები, რაც ყოველთვის არასაკმარისია, არასაკმარისია ახლა ჩემი სიტყვები იმ ბედნიერების გადმოსაცემად, რაც ბავშვების გაცნობამ სამუდამოდ დამტოვა მეხსიერებაშიანას ცისფერზე ცისფერმა თვალებმა მომაჯადოვა. გიორგის იუმორის გრძნობამ მომხიბლა. ჯერაც ვერ გამიგია, მართლა ასე ლაპარაკობდა, რომ მე მის ყოველ სიტყვაზე მეცინებოდა? ერთად რომ ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, ალბათ, ამას თქმაც არ უნდა. ისევ გიორგის სიტყვები მახსენდება, ფეხბურთის თამაშის დროს რომ თქვა; "მაი ბურთი არ მისცე, თორემ ხვალამდე ვეღარ იპოვის!" და ისევ მეცინება. ფშავში ღონისძება ჩემი დაწერილი სცენარის მიხედვით ჩავატარეთ და მგონი, ბავშვებმაც შეიყვარეს ფშავი. ყოველ შემთხვევაში, ვცადე...


პროექტი დასრულდა და დაგვიტოვა ტკბილი მოგონებები.  მოგონებები სიშორის კი არა, დროის ფენომენია. არიან ადამიანები, რომლებიც გვჭირდებიან და ჩვენ გვერდით არ არიან, ვართ ჩვენ, ყოველთვის რაღაც ნაწილები რომ გვაკლია და პირში სული ძლივსღა გვიდგას. ორ ლზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ბავშვები გავიცანი და მათი მონატრება წყევლასავითაა ახლაა...







ანი სამხარაძე იმერეთიდან


2015 წელი ცუდი ამბებით დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და ახალი წლის იმედად ვიყავი დარჩენილი, მაგრამ მოვლენებს თურმე წინ არ უნდა გაუსწრო. 2015 წლის ბოლოსთვის ნელი მასწავლებლის თხოვნით მივიღე მონაწილეობა პროექტში "გხედავ, რომ შამრიგებიხარ", რაც ითვალისწინებდა იმას, რომ სოფელ უსახელოსა და შუაფხოს საჯარო სკოლის  მოსწავლეებს შორის მოეწყობოდა ერთობლივი ექსკურსია ბავშვების და მწერლების (აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა) გაცნობის მიზნით. ჯერ შუაფხოს სკოლის მოსწავლეები უნდა ჩამოსულიყვნენ საჩხერეში.  დადგა ჩვენი ერთად შეხვედრის დღეც.  ამ დღეზე ხშირად ვფიქრობდი, ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, როგორ შევეწყობოდით ერთმანეთს. უცნაური განცდა მეუფლებოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად განვითარდა. მიყვარს, როცა რამეს გეგმავ და ზუსტა ისე მიდის, შენ როგორც გაწყობს. ჩვენი შეხვედრის დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან გავიცანი უმაგრესი ბავშვები უმაგრეს ხელმძღვანელებთან ერთად. იმ მომენტში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს და გამოუთქმელ სიხარულს განვიცდიდი


პროექტი ისე იყო დაგეგმილი, რომ ერთი კვირის შემდეგ ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ფშავში და მიხაროდა, რომ კიდევ მეძლეოდა შანსი მონატრებული ბავშვების ნახვის. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ერთი კვირა. ფშავში წასვლის დღეც დადგა. ახლად გაცნობილ ფშაველ მეგობრებთან დაუვიწყარი დრო გავატარე და გამომშვიდობება ძალიან მიჭირდა. თან არც კი ვიცოდი, კიდევ როდის შევხვდებოდით ერთმანეთს. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. მართალია, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ (მაინც ვიმედოვნებ, რომ ოდესმე აუცილებლად შევხვდბით), მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები, სადაც ერთმანეთს ვეკონტაქტებით. იმ ლამაზი დღეებისთვის კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პროექტის ორგანიზატორებს.
P.S ბედნიერი ვარ და იმედს ვიტოვებ,რომ ეს ბედიერება სულ თან გამყვება.









სალომე სამხარაძე იმერეთიდან




ყოველი დღე იწყება ჩვეულებრივ დილით ადრე გაღვიძებით და სკოლაში წასვლით. ერთ დღესაც ნელი მასწავლებელი გვეუბნება, რომ ფშაველ ბავშვებს სურთ თქვენთა მეგობრობაო. ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი. ვყვიროდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. მასწავლებელმა გვითხრა, პირველად სინი ჩამოვლენო. ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა ეს სანატრელი დღე. და აი, ერთ მშვენიერ დღესაც  მათ ველოდებოდით გზის პირთან, ყვავილებით მოფენილ მდელოზე. რამდენჯერაც მანქანის ხმას გავიგონებდით, იმდენჯერ ვყვიროდით, "მოვიდენენ, მოვიდენენო!" ზოგჯერ იმედიც გვიცრუვდებოდა ხოლმე, რადგან გამვლელი მანქანა ჩვენთან არ ჩერდებოდა. როგორც იქნა მოვიდნენ და აი, იმ დღის შემდეგ ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ. სამწუხაროდ, საჩხერეში დავშორდით ჩვენ ახლად გაცნობილ მეგობრებს და სულმოუთქმელად ველოდებოდით იმ დღეს, როცა ჩვენ წავიდოდით ფშავში
ეს მშვენიერი ეც დადგა. სიხარულით დავფრინავდი, მიხაროდა, რომ მივდიოდით. იცით, არამარტო მე მიხაროდა, დარწმუნებული ვარ ყველას ისე, როგორც მე. როცა ცენტრალური გზიდან გადავუხვიეთ, გზად დაგვხვდა ერთი მასწავლებელი, რომელმაც თბილად მიგვიღო. წავედით. მასწავლებელი გზაში ყველაფერს გვიხსნიდა. სხვა როარაფერი გვენახა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იყო-ბუნების სილამაზით ტკბობა. მივედით ფშავში. იქ ვნახეთ ჩვენი ფშაველი მეგობრები. ეს ბავშვები ყველაზე თბილები და მოსიყვარულეები არიან


ჩვენ ეს მეგობრობა დღემდე არ დაგვიკარგავს..


No comments:

Post a Comment