თინათინ თვარელაშვილი






გაილამაზე სიცოცხლე

ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება და ადამიანი ვალდებულია, დაფიქრდეს ყველაფზე-რატომ აყენებს ადამიანი ტკივილს სხვას, რატომ არსებობს ცოდვა და სხვა...  როცა ადამიანი აკეთებს ცუდ საქმეს, ის არ ფიქრობს სულზე, ადამიანი არ ფიქრობს, რომ ცხოვრება დროებითია და იმ ქვეყანაზე არ ფიქრობს. რა საჭიროა ფული, რა საჭიროა სხვა დაამცირო, თუნდაც რა საჭიროა ცხოველს მიაყენო ტკივილი,ისიც ხომ გრძნობს. არ შეიძლება ადამიანები უანგაროდ ეხმარებოდნენ ერთმანეთს? ხომ შეიძლება თავში პოულობდნენ ნათელ სხივებს და მათში ბოროტი ქრებოდეს!
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველთვის მართალია. ადამიანი, რომელიც დეპრესიაშია, უნდა გამოფხიზლდეს, რადგან ამ გამოცდას უნდა გაუძლოს. ვიცი, რთულია, მაგრამ უნდა შეძლოს. მე მესმის ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ დღის დადგომაზე, რომელიც მათ სიხარულს მოუტანს, დღე, რომელიც მათ ცხოვრების ყველაზე მშვენიერ მომავალს დაპირდება. ეს დღე მოვა, დალოდება რთულია, მაგრამ ბოლოში არ ინანებ. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მარტოა, ის მარტო არაა. თუ ამ სამყაროში მარტოა, მასთან ღმერთია და ყველაფერი მოგვარდება. მესმის, როცა ყოველ წამს დარდობ და ფიქრობ, დასასრული არ აქვს და გინდა, გაქრეს ყველაფერი ცუდი. დღე დადგება, რომელიც დაასრულებს ყველაფერ ცუდს. თუ იფიქრებ, რომ უნდა გაუძლო, ღმერთი დაგეხმარება, თუ გწამს. თუ არ გწამს, დროა იწამო, რადგან ის შენთანაა და უნდა, რომ გამოსწორდე. ის ხომ ჩვენთვის ეწამა, გაჩუქა სიცოცხლე და თუ შენთვის სიცოცხლე ტანჯვაა, უნდა გაუძლო, ეს გამოცდაა. რა გულდასაწყვეტია ფაქტი, როცა იცი, რომ ვიღაცამ ვერ გაუძლო გამოცდას.
 არიან ადამიანები, რომლებასც შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთ ბედი და მერე არ ინანებენ, რომ გაიმარჯვეს ფიქრზე, რომელიც დანებებას აიძულებდა.





ერთი ჩვეულებრივი დღე
ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენია. დილით სკოლაში მივდივარ, ადრე გაღვიძება კი ძალიან მჭირს. გაკვეთილებზე ძალიან ვიღლები, სახლში რომ ვბრუნდები, მეცადინეობას მაშინვე ვიწყებ, მერე ისე გადის დრო, ვერც ვხვდები. ამ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს დღე დავკარგე, გამეპარა და ასე ხდება ყოველდღე. ბევრჯერ ვნატრობ, საშინაო დავალებები რომ არ არსებობდეს. ასე რომ იყოს, უფრო მეტი მონდომებით და ხალისით ვისწავლიდი. საშინაო დავალების ხალისით შესრულება მხოლოდ რამდენიმე მახსოვს. ერთ-ერთი დღიურებია. ძალიან ერთფეროვნად მიდის დღეები, ზოგჯერ ვფიქრობ სხვადასხვა რამეზე, ხშირად თავს ვატყუებ თითქოს რაღაც ახალი გავიგე, აქეთ -იქით ვიყურები სასწაულის ლოდინში, იქნებ უფრო თავგადასავლებით სავსე გახდეს ცხოვრება. ასე მგონია, უახლოეს მომავალში რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც ძალიან საინტერესო. ზოგჯერ უზარმაზარ მეტეორზე ვფიქრობ რომელიც ოქტომბერში ემუქრება დედამიწას, სიმართლე რომ ვთქვა, სულაც არ მეშინია, თან სრულიად მჯერა, რომ ღმერთი ამას არ დაუშვებს. მე უბრალოდ ვფიქრობ ვფანტაზიორობ და ეს ცოტათი არღვევს ერთფეროვნებას. უახლოეს მომავალში რამე კარგს ველოდები. მოკლედ ცხოვრება კარგია, მაგრამ ხშირად დამღლელი...







რატომ...

მე ფანტაზიორობის გარდა ცხოვრებაზე რეალურადაც ვფიქრობ. ვფიქრობ ადამიანებზე, დედამიწაზე, პრობლემებზე. ვფიქრობ, რატომ აყენებენ ადამიანები ერთმანეთს ზიანს, რატომ არ ინდობენ ცხოველებს და სხვა ცოცხალ არსებებს. რატომ არ ფიქრობენ სიკეთეზე. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა ცხოვრების აზრს წარმოადგენს სხვებზე ზრუნვა, სიკეთე და პოზიტივი. ასეთი ადამიანები გადაარჩენენ დედამიწას, თუმცა კარგი იქნებოდა ყველა ასეთი რომ იყოს. ხალხი მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობს და არა ერთმანეთზე. რატომ არ უნდა იფიქრო კარგზე, როცა ირგვლივ ყველაფერი ლამაზია, რატომ უნდა მოსპო ყველაფერი და იყო ბოროტი.
მე ხშირად ვფიქრობ რატომ ვარ, რატომ ვარსებობ, რადგან ჯერ არ ვიცი რა მისია მაქვს. ამბობენ, ყველას აქვს რაღაც მისიაო, მაგრამ, მგონია, რომ ყველას არა. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ცხოვრებაში მისიის გარეშე არიან და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ მათ რიცხვში ვარ...





წიგნი, რომელიც დამამახსოვრდა....
ზოგადად წიგნის კითხვას დიდ დროს არ ვუთმობ, არჩევისასაც პრეტენზიული ვარ. ჩემი მოსაწონი წიგნი ძალიან იშვიათია. ერთხელ სოფომ გამომიგზავნა ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი“ და შემომითვალა, რომ აუცილებლად მომეწონებოდა. მართლა დამაინტერესა. ეს ხომ მგელზე იყო. მე კი ასეთი რაღაცები მიყვარს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „თინეიჯერი მგელი“ ვნახე. წიგნის კითხვის პროცესში ისეთი რამ მოხდა, რაც დიდი ხნის მანძილზე აღარ მომხდარა. ეს არის კითხვის დროს წარმოდეგნა და მოგზაურობა იმ თავგადასავალში, რაც ხდება წიგნში. მე ვიჯექი ეზოში და კითხვის დროს ხშირად ვიხედებოდი ტყისკენ, რომელსაც ძალიან ლამაზად ეცემოდა მზის სხივები. თითქოს თვალწინ მიცოცხლედებოდა ყველაფერი...მას შემდეგ რამდენი წიგნი წავიკითხე და ასეთი შთაბეჭდილება არცერთს არ მოუხდენია...





 დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ბევრია. სამწუხაროდ, მათ რიცხვში არის ისეთი დღეები, რომლებიც ცუდი რამის გამო დამამახსოვრდება, თუმცა ახლა კარგს ვიხსენებ. მე და ჩემი ძმა სკოლაში რომ მივედით, ძალიან მორცხვები ვიყავით, არ ვთამაშობდით ბავშვებთან და ნაკლებად ვეკონტაქტებოდით. ბავშვები კი ნამდვილად კარგები იყვნენ. ჩვენთან მეგობრობის ინიციატივა პირველად სოფომ და ნაზიმ გამოიჩინეს, ძალიან ყურადღებიანი და მეგობრულები იყვნენ. ხშირად გველაპარაკებოდნენ და ცდილობდნენ, თამაშში ჩავერთეთ, მერე თანდათან შევეჩვიეთ სკოლას და ბავშვებს. მახსოვს, სოფო ჩემ უკან იჯდა. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა. მას ხომ უკვე ჰყავდა მეგობარი და რამდენს ვფიქრობდი ხოლმე მასზე. საბედნიეროდ, სოფო დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია.




ჩემი გატაცება
ძალიან მიყვარს ფილმების და სერიალების ყურება, განსაკუთრებით თუ დიდი აზრი დევს მასში. თან საინტერესოა, თან რამის სწავლაც შეიძლება... განსაკუთრებით მიყვარს ფანტასტიკური და სათავგადასავლო ჟანრი. ფანტასტიკას ჩემთვის დიდი ხიბლი აქვს, დაუჯერებელი და ძალიან საინტერესო მოვლენებია ასახული. სათავგადასავლო ფილმებიდან განსაკუთრებით ბევრ რამეს გაიგებ და ისწავლი. კიდევ ძაღლებზე მიყვარს ფილმები. ისინი ერთგულები არიან და უანგაროდ უყვართ პატრონი. ჩემი საყვარელი ფილმი ძაღლზე ორია- „ჰაჩიკო“ და „ლესის ჯადოქრობა“. ორივე სევდიანი ფილმია ერთი განსხვავებით. „ლესის ჯადოქრობა“ კარგად მთავრდება, „ჰაჩიკო“ კი- არა. ეს ფილმი ლეკვზეა, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორმა იპოვა. ძალიან ერთგული და ჭკვიანი იყო. ყოველდღე პატრონს სამსახურში აცილებდა და მთელი დღე გარეთ ელოდებოდა. ერთელაც პროფესორი აღარ გამოვიდა, გულის შეტევით გარდაიცვალა, ჰაჩიკო აგრძელებდა ლოდინს და რამდენჯერაც არ წაიყვანეს შინ პროფესორის ქალიშვილმა და მეუღლემ, მაინც უკან ბრუნდებოდა. ათი წელი ელოდა, ბოლოს კი მატარებლის სადგურში წავიდა, სადაც პროფესორმა იპოვა. იქ დაწვა და ფიქრებში წარმოიდგინა როგორ მოაკითხა პატრონმა, როგორ იქცა ისევ ლეკვად და როგორ გაუდგენენ გზას. ძალიან სევდიანი ისტორიაა და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, სულ მეტირება...
სერიალებიდან ყველამ იცის, რომ „თინეიჯერი მგელი“ მიყვარს. ეს მხოლოდ მაქციებზე არ არის. ძალიან საინტერესო და შინაარსიანი სერიალია. აქ ერთდროულად არის მეგობრობა, ერთგულება, ბრძოლა სხვის გადასარჩენად, ერთმანეთზე ზრუნვა... ბევრია სასაცილო მომენტიც. უარყოფითი გმირებიც კი უერთდებიან კეთილებს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ბევრი რამ მასწავლა ამ სერიალმა. განსაკუთრებით სიკეთის და ერთგულების ფასი... 
დიდი ხანია ვოცნებობ საინტერესო თავგადასავლები მქონდეს. ადრე ვნატრობდი ჯადოქარი ვყოფილიყავი, ახლა უფრო თავგადასავლები მინდა. მრავალფეროვანი, საინტერესო, სახალისო. მინდოდა დინოზავრებს ეცხოვრათ, მაქციები არსებულიყვნენ, მხოლოდ მარტო კეთილები და მათთან ჩეულებრივ გვქონოდა ურთიერთობა.




 დედაჩემი...

მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი შუაფხო, დედაჩემსაც უყვარს, 35 წელია, რაც აქ არის. დედაჩემი ფშაურ კილოზე ლაპარაკობს, მე მომწონს, მაგრამ არ ვსაუბრობ ასე. დედაჩემის მშობლიური სოფელი მიგრიაულთაა, მაგრამ მას მთელ ფშავზე შეტკივა გული. უნდა, რომ ფშავი განვითარდეს, არ დაიკარგოს ტრადიციები, სამზარეულო. დედას ფშაური ლექსები და კაფიები უყვარს. მისის ერთ-ერთი საყვარელი ლექსია:
      „მეც ლამაზ ვიყავ ერთ დროსა,
       პირი მიგავდა ენდროსა,
       დამიდიოდნენ სწორები,
       ვაჭმევდი ხაჭო ერბოსა.“


1 comment:

  1. მე ასეთ თინათინს ნამდვილად არ ვიცნობდი...

    ReplyDelete