ბარბარე ჯაბანიშვილი



ახალი წელი!

 ახალი წელი ყველასთვის სხვადასხვა რამესთან ასოცირდება, ჩემთვის კი-რამდენიმე წუთით ფეიერვერკით განათებულ ცასთან, გადავსებულ სუფრასთან, დაღლილ-დაქანცულ, მაგრამ მაინც ბედნიერი სახეებით გაბრწყინებულ გარშემო მსხდომებთან, რომელთა პატარა და ცნობისმოყვარე თვალებში ჩანს გაურკვევლობა- თუ რა განსხვავებაა წინა წელსა და აწ უკვე ახალ წელს შორის JJ
  ახალი წელი აქ, ჩემთან, სოფელში, თითქმის შეუმჩნევლად მოდის და მიდის. ეს ის მომენტია, როცა სოფელში გავლილს ადამიანი არ გხვდება, რომ მიულოცო და ძალაუნებურად ყველა შემხვედრ ცხოველს ულოცავ ახალ წელსJ ეს ის მომენტია, როცა ჩემი პატარა და-ძმები გაოცებული და შეწუხებულები კითხულობენ, თუ რა ჭირს ამ ხალხს?!.. ეს ის მომენტია, როცა ჩემს კომპიუტერს, ტელევიზორს თუ ტელეფონს ჩაშტერებულ და-ძმებს ვუყურებ და ჩემდა გასაკვირად, ნოსტალგია მაწვება მათ ასკში ჩემს გადატყავებულ, თოვლში გაყინულ ხელებზე, ჩემს პატარა და ცოტა შერყეულ ციგაზე, ბევრჯერ აშენებულ, მაგრამ ისევ დანგრეულ შტაბებზე, სრიალისგან გალიპულ გზებზე და კიდევ მრავალ ბავშვურ გართობებზე, რომელიც მაშინდელი გადასახედიდან მართლაც გართობა იყო, ახლა კი უბრალოდ სიგიჟედ მიგვაჩნია...
 P.S. გილოცავთ ახალ წელს!





ჩემი ოჯახი

თავიდან იყო "ჩემი პატარა ოჯახი", შემდეგ "ჩემი დიდი ოჯახი", ახლა კი "ჩემი უდიდესი ოჯახი"...
 ეს ის ოჯახია, სადაც მუდამ საშინელი, მაგრამ მაინც ტკბილი ხმაურია, სადაც მე მუდამ ტელეფონს "ჩავცქერი", სადაც სოსო მუდამ ვინმეს უშლის ნერვებს, სადაც მარიამი, სალომე და თინა მუდამ რაღაც "ხელოვნების ნიმუშს" ქმნიან, სადაც ჯაბა მუდამ თავისთვის თამაშობს, სადაც  ნინო და ნაზი მუდამ ხატავენ, სადაც დათო და ელენე მუდამ დედას და მამას ეწუწუნებიან, სადაც მუდამ ჩოჩქოლია, სადაც მუდამ იცინიან, სადაც მუდამ სიყვარულია...
ეს ჩემი ოჯახია, რომელიც თითოული წევრის არყოფნას გრძნობს და განიცდის, სადაც სიყვარულის გამოხატვის ათასნაირი არაორდინალური ხერხი არსებობს... სადაც ოთხი დღის მონატრებულზე ასვლისას, მუდამ მთელი სხეული მტკივა ჩახუტებებისგან...
  და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დიახ, ეს ჩემი გიჟი, გადარეული, ხმაურიანი და უდიდესი ოჯახია...





დაბრუნების მოლოდინში...
შუაფხოს საჯარო სკოლა-ეს ჩემი სკოლაა, ეს შენი სკოლაა, ეს ყველას სკოლაა... ეს ის ადგილია, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია, ეს ის ადგილია, სადაც ყველას ყველა უყვარს, ეს ის ადგილა, სადაც შენი შესაძლებლობების უსაზღვროდ წარმოჩენა შეგიძლია და ეს ის ადგილია, რომელიც უსაზღვროდ მენატრება თავისი მასწავლებლებით თუ მოსწავლეებით, თავისი ბნელი, ცივი, მაგრამ მაინც თავისებურად თბილი კედლებით, კლასებით... შარშან ამ დროს ვერც კი წარმომედგინა, რომ როდესმე ჩემი სკოლისგან შორს, სრულიად სხვა სკოლაში მომიწევდა სწავლა. სულ მეგონა, რომ ჩემს სკოლას 9 კლასის მერე, როგორც ყველა სხვა, არ დავტოვებდი და არ გადავიდოდი სხვა სკოლაში, მეგონა, რომ მოხდებოდა სასწაული და ჩემს სკოლას საშუალო საფეხური დაემატებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩემი ფიქრები...
და დიახ, დღეს მე ვზივარ სრულიად სხვა სოფელში, სრულიად სხვა სკოლაში და ნოსტალგიით ვიხსენებ ყოველივე იმ წუთს, რაც ჩემი პატარა სოფლის, პატარა სკოლაში გავატარე და დიდი სიხარულით ველოდები იმ დღეს, როდესაც ჩემს სკოლაში კვლავ დავბრუნდები...



რაგბი ჩვენი თამაშია
ყოველთვის მიყვარდა რაგბი, არასოდეს ვყოფილვარ დიდი გულშემატკივარი, მაგრამ მაინც მიყვარდა რაღაცნაირად. ტელევიზორში ვუყურებდი ხოლმე და ვტკბებოდი ჩვენი ბორჯღალოსნების თამაშით, თუმცა მაინც ვერ ვწვდებოდი აზრს, ვერც თამაშის და ვერც ადამიანების, რომელთაც სიგიჟემდე უყვარდათ და მისი ფანები იყვნენ...
12-ში ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა გავიგე, რომ ლევან ჯობავა გვეპატიჟებოდა „რუსეთ-საქართველოს“ მატჩზე. თავიდან გამიხარდა, თან ეჭვიც მეპარებოდა, ღირდა თუ არა წასვლა, თუმცა თამაშის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ღირდა. მაშინ მივხვდი, თუ რა ხიბლი აქვს რაგბს და როგორ სხვანაირია, როცა მას პირდაპირ უყურებ, როცა შენ ხარ იმ  ადამიანებს შორის, რომლებიც ჩვენს მორაგბეებს ამხნევებენ და როგორი სხვანაირი შეგრძნებაა, როცა შენც ხარ იმ ყველაფრის მომსწრე, რაც იქ ხდება.
ჩვენი შეძახილები: „საქართველო!“, „გაუმარჯოს!“, „ლელო!“ იქ სულ სხვანაირად ისმოდა. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც ყოველი ლელოს დადებისას გვქონდა, როგორ ვყვიროდით, ვხტოდით და ტაშს ვუკრავდით... არასდროს დამავიწყდება იქ გატარებული ყოველი წუთი და ყველაზე მთავარი-ამ დღის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა რაგბი და დავაფასე ჩვენი „ბორჯღალოსნები“. ამ დღეს უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ძალა ერთობაშია და რომ რაგბი ჩვენი თამაშია...

13.03.2017


ჩემი  წიგნი
წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა?-ამ კითხვის დასმის შემდეგ ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი იყო (12 წლიდან), ერთი არის და ვფიქრობ მომავალშიც ასე იქნება, არის " ანა ფრანკის დღიურები". ეს არის წიგნი, რომელმაც, როგორც ზევით აღვნიშნე, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, დამაფიქრა ძალიან ბევ რამეზე და შემცვალა კიდეც. "ანა ფრანკის დღიურები"-წიგნი, რომლის წაკითხვასაც ძალიან უინტერესოდ ჩავუჯექი, მეგონა, რომ ძალიან აბუქებდნენ იმ ყველაფერს, რასაც ამ წიგნის შესახებ მეუბნებოდნენ და რომ ესეც ჩვეულებრივი წიგნი იქნებოდა, მაგრამ ჩემი ეს ფიქრები და შეხედულებები ამ წიგნზე მალევე შეიცვალა. აც უფრო მეტ გვერდს ვკითხულობდი, მით უფრო მომწონდა და მითრევდა...  ეს არის წიგნი, რომელზეც ყოველთვის, ყველგან უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი და ეს არის წიგნი, რომელმაც მე შემცვალა...

1 comment: