სალომე ცაბაურაშვილი:
-ქალ-ვაჟნო, ყური დამიგდეთ,
აზრი მამიხდა თავშია,
მოდით კაფია მივწერნოთ,
ერთურთსა შავეჯიბრნოთა...
მედეა ნაყეური:
-ძალიან კარგი აზრია
დავიწყოთ, შავეჯიბრნოთა...
მედეა ნაყეური:
-შენ რად არ ლექსობ ქალაო,
ქალაო ჯაბანთ ქალაო.
იმას კი ვერ დამაჯერებ,
რომ ენა არ გიჭრს ჩქარაო.
ბარბარე ჯაბანიშვილი:
-ენა კი მიჭრის ჩქარაო,
მაგრამ დაღალულ ვარაო...
სალომე ცაბაურაშვილი:
-ვახ, მე რა გითხრათ თქვენაო,
პირში არა გაქვთ ენაო,
სულ დაიკარგეთ ყველანი,
სმაილსაც აღარ წერავთო...
ბარბარე ჯაბანიშვილი:
-ახლა კი წაველ სიზმრებში,
კარგად დამირჩით აქაო,
ოღონდ კი ბევრს ნუ დაწერთ
ხვალ არ დამიხვდეს ბუმიო...
ძილინების ფიფალ...
მედეა ნაყეური:
-ჯაბანთ ქალც გაინგლისელდა,
ქართველი ვინღა დავრჩითა,
ამ ეშმაკ-ქაჯებს მაეშვით
დაბრუნდით ქართულ სულშია.
მედეა ნაყეური:
-მარტო ოთხ ბალღი
რად ვლექსობთ
სხვებს პირში ენა
არ გიდგავთ???
მედეა ნაყეური:
-ესე მალეღავ მაგწყინდათ
ლექსობა-კაფიაობა?!
ვინმემ ხმა ამაიღევით,
გავიგო თქვენი ლაღობა.
მედეა ნაყეური
-კაი, მაშ ძილად წავალი,
მშვიდობით დამრჩით ჯალაფნი.
სალომე ცაბაურაშვილი:
-კაი, მაშ რაღა იქნება,
რითმებს ვერ ჰკერავთ, ვერადა
წადით ბალიშებს
დასდევით
თავები მძიმედ
ფეთქავსა...
მედეა ნაყეური:
-მე მშვენივრადაც ვკრეფ რითმებს
თქვენ აღარავინ ლექსობთა
და მეც მაგიტო მოგწერეთ
ლექსობა სამშვიდობოდა…
სალომე ცაბაურაშვილი:
-ძილის მინისტრი მასვლია
იხტიბარს აქ არ იტეხსო,
მიზეზობს, ჩვენ კი გვაბრალებ
ვითომ რითმები არ გვაქსო...
მედეა ნაყეური:
-ძილის მინისტრი მე ვიცი
ვინებსაც მაუვიდაო,
რითმების ნაკლებობაზე
ერთ სიტყვას შამოგკადრებთა:
მაგას კი როგორ გაკადრებთ,
რომ ლექსში შაგარცხვინოთა,
ღირსეულ ფშაველს არა აქ
წესად სხვის დამცირებაო...
(არა დამძინებია, ვწერდი) :)
Kargi leqsebia :)
ReplyDelete