სკოლის მოგონებები
ახლა ჩემთვის ვზივარ და ვწერ. მე როდესაც ვწერ, კარგ
ხასიათზე მაყენებს, განსაკუთრებით ასეთ წვიმიან ამინდში. ამინდი ხელს მიწყობს ჩემი
მოგონებების გახსენებაში. შუაფხოს სკოლიდან ბევრი დასამახსოვრებელი მოგონება მაქვს.
ერთ-ერთი დაუვიწყარი ის მოგონებაა, როცა სკოლის კიბეზე
ფეხი შევდგი. იმ დღეს სულ ვტიროდი, არ მინდოდა სკოლაში. თანდათან მივეჩვიე და მივხვდი,
რომ სკოლა სულაც არ იყო ცუდი. ვფიქრობდი, სკოლა ცუდი რომ ყოფილიყო, არავინ არ ივლიდა
და საერთოდ არც იარსებებდა. ახლა სიცილით ვიხსენებ იმ დღეს.
ვაჟა-ფშაველას ლექსი რომ ვისწავლე ყველა გავაოცე, ისე მოვყევი, „ბიძია თომას ქოხიდან“
ერთი სცენა დავდგით და მე ბიძია თომას ჯოხით ვცემდი... რა მექნა, ასეთი როლი მომცეს.
არასოდეს დამავიწყდება, წერილები რომ გავუშვით
ღმერთთან მე და ჩემმა კლასელებმა ოსკარივით. ყველაზე ცუდიც კი ახლა კარგად მახსოვს.
ერთხელ ქართულის გაკვეთილზე ვიყავით და მიწისძვრა
ვიგრძენით, მთელი სკოლა ეზოში გაჩნდა,
ჩვენ კი არ გაგვიშვა მასწავლებელმა, საშიში არ არისო. მე ვყვიროდი, მასწავლებლი კი ცდილობდა დავემშვიდებინე.
მალე ყველაფერი დაწყნარდა და შიშიც გაქრა. ერთხელ სკოლაში დამტოვა, რომ გვემეცადინა
და არ მესიამოვნა, მაგრამ შემდეგ ეს დღე დაუვიწყარი გახდა. გვიან წამოვედით სკოლიდან.
გზაში იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ, მერე აცივდა და მასწავლებელს ჩემი „კურტკა“ შევთავაზე.
გავცვალეთ და ასე ვათბობდით ერთმანეთს. მეორე დღეს გაკვეთილიც კარგად ვიცოდი და დავალებაც
მქონდა.
სექტემბრიდან ისევ ვბრუნდები ჩემს მშობლიურ სკოლაში
და ძალიან მიხარია.
ჩემი მასწავლებელი
მახსენდება დღე, როდესაც ახალი ქართულის მასწავლებელი
მოვიდა ჩვენს სკოლაში. პირველად რომ დავინახე ირინა მასწავლებელი, ჩემთვის ვფიქრობდი-
ნეტავ, როგორი ხასიათი აქვს, რას მეტყვის... სანამ კლასში შემოვიდოდა, უხასიათო მეგონა.
ვფიქრობდი, რას მკითხავდა და რა დამემართებოდა, რომ ვერ მეპასუხა. საბედნიეროდ, ძალიან
კარგი მიდგომა აღმოაჩნდა ბავშვებთან. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ალბათ, ყველაზე მარტივი
და საინტერესო შეკითხვა იყო, რაც მე დამისვა. მთხოვა, სახელის პირველი ასოს მიხედვით
დამეხასიათებინა ჩემი თავი და დავიწყე... ირმა-ინტერესიანი, ი-მედიანი და ა.შ. მისგან
ბევრი რამ ვისწავლე. დღე არ გავიდოდა, რომ რამე ახალი არ ესწავლებინა ჩვენთვის. ვფიქრობდი,
ნეტავ, რა არ ასვენებს... მასზე მარტო კარგი მახსენდება, ძალიან კეთილი და მზრუნველია
ყველაფერთან ერთად.
საერთოდ მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
მასწავლებელს ჯერ ბავშვების მიმართ უნდა ჰქონდეს პატივისცემა და შემდეგ ბავშვებისგანაც
იმავეს მიიღებს. სკოლა და მასწავლებელი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავს. უკვე
ვხვდები, რომ ცოდნით ბევრს მოიგებ დღეს და უცოდინარობით კიდევ წააგებ...
ჩემი ფიქრები
ახლა რაზე ვფიქრობ? იმაზე, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად იყვნენ. ვისაც ჩემი იმედი აქვს, გავუმართლო, გული არავის დავწყვიტო. ვფიქრობ, რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში. ერთი ვიცი, არაფრის შემეშინდება და ყველაფერს გავუმკლავდები. შეიძლება არ გამიმართლოს, მაგრამ კიდევ ვცდი... ფარ-ხმალს არასდროს დავყრი, ყველაფერს შრომა სჭირდება და ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ მომავალს შექმნის. სამწუხაროდ, სხვების იმედი არ უნდა გქონდეს. როცა სჭირდები, ყველას მაშინ ახსოვხარ.
პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელად და მერე ყველაფერი იქნება. ზოგჯერ ყველაფერს აზრი ეკარგება. მიჭირს იმ სიტყვის თქმა, რასაც სიკვდილი ჰქვია. ზოგი ისეთი ახალგაზრდა იღუპება, ამას რომ ვწერ, თვალზე ცრემლი მადგება. მახსენდება მაია ასათიანი. როგორ შეძლო, რომ ფეხზე დადგა. ძალიან ძლიერი და მისაბაძია ადამიანია. მინდა, რომ ყველა დედას კარგად ჰყავდეს შვილი და თუ ასეთი ტრაგედია დაემართებათ, სამაგალითოდ მაია ჰყავდეთ. ცხოვრება ხომ გრძელდება და თან ისეთი ხანმოკლეა...
მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფალიც ხომ ამას გვასწავლის.
ჩემი საყვარელი ადგილი ფშავში
ჩემი საყვარელი ადგილი ფშავში თხილიანაა. მას უკავშირდება
ჩემი ბავშვობის მოგონებები. არც ახლა ვარ ძალიან დიდი, მაგრამ ვხვდები, როგორ სწრაფად
გადის წლები. ამასობაში ხვდები, რა არის შენთვის კარგი და ცუდი. დაბრკოლებები და წინააღმდეგობები
იმატებს. ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე, არ უნდა შეუშინდე. შენ თავსაც უნდა დაუმტკიცო
და სხვებსაც, რომ შეგიძლია. ეს ყველაფერი მე ფშავში გატარებულმა ცხოვრებამ მასწავლა.
განსაკუთრებით არაგვის პირას მიყვარს ხოლმე ყოფნა და ფიქრი...
მე და წიგნი
პირველი წიგნი, რომელმაც ძალიან დამაინტერესა შტეფან
ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ იყო. მისი წაკითხვის შემდეგ ჩემი თავი სულ სხვანაირად
დავინახე. ზოგადად წიგნის კითხვა არ მიყვარს, მაგრამ ამ ნაწარმოებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.
ყველას ვურჩევ, რო წაიკითხოს. არ მეგონა, მე თუ ამას ვიტყოდი. როგორც ჩანს, ხანდახან
კარგია წიგნების კითხვა. ბევრს გაძლევს, გაფიქრებს და გასწავლის კიდეც...
No comments:
Post a Comment