à თოვლის ფიქრები à
დღეს 16
მარტია და მზე ისე ანათებს, რომ სადაცაა დამადნობს. ყველანაირად ვცდილობდი, დიდხანს შევრჩენოდი მიწას,
მაგრამ ვერ შევძელი. მხოლოდ ადგილ-ადგილ ვარ შემორჩენილი და ისიც ჩრდილიან ადგილებში.
ადამიანები ჩემზე სულ არ დარდობენ, პირიქით უხარიათ კიდეც, რომ აღარ ვიქნები. მხოლოდ
ბავშვები თუ მომიგონებენ და მომინატრებენ. ზამთრის მოსვლა ისე უხაროდათ და არ მესმის...
იქნებ ცივი რომ ვარ, იმიტომ არ ვუყვარვარ ხალხს...
სულ ტყუილად ჰგონიათ ადამიანებს, რომ მე მარტო ზამთარში
უნდა ვიყო. მერე რა, რომ გაზაფხულია. ვიცი ბოლო ძალებს მოვიკრებ და ისევ მოვეფინები
თეთრად მთელ დედამიწას, საპატარძლო სამოსში გამოვაწყობ. ისევ ისრიალებენ ბავშვები,
ისევ იგუნდავებენ, ისევ გააკეთებენ თოვლის ბაბუებს, ისევ გადაიღებენ ფოტოებს. მე კი
უზომოდ ბედნიერი ვიქნები, კიდევ ერთი სიკეთის გაკეთებით. ყველაზე მეტად ის მწყინს,
რომ ადამიანებს ეს სიკეთე აღარ ახსოვთ ხოლმე და ცუდად მომიხსენიებენ. მათ წუწუნს თუ
ვეღარ გავუძელი, წავალ და მანამ არ მოვალ, სანამ დაღლილი დედამიწა ზამთრის ძილს არ
მიეცემა ისევ...
საიდუმლო სანტა
ერთ დღეს, სანამ ახალი წლის არდადეგები
დაიწყებოდა, სკოლაში საიდუმლო სანტა ვითამაშეთ. მე მასწი ამომივიდა, თავიდან კარგად
არ წამიკითხავს და მოსწავლე მეგონა. მე ყოველ დღე ვაპირებდი ქალაქში წასვლას საჩუქრის
ასარჩევად, მაგრამ არ მიშვებდნენ. ერთ დღესაც, როგორც იქნა, წავედი საჩუქრის საყიდლად.
იმდენი კარგი რამები იყო, კინაღამ მთელი მაღაზია ვიყიდე. შემდეგ შევჩერდი სამაჯურზე,
მაგრამ ამან არ დამაკმაყოფილა და ჭიქის ყიდვაც დავაპირე, ბევრი ლამაზი ჭიქა იყო, მაგრამ
მომაფიქრდა, რომ კარგი იქნებოდა მისი ფოტო რომ ყოფილიყო ჭიქაზე. იმ დროს მაღაზია არ იყო ღია და მამას დავაბარე, რომ მას გაეკეთებინა. ფოტოს
არჩევას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ მე რომელიც მომწონდა, ის ავირჩიე. შემდეგ მამამ
მოიტანა და ძალიან მომეწონა. ვიცოდი, რომ მასწავლებელსაც ძალიან მოეწონებოდა. საჩუქრის
ჩასადებად ხელნაკეთი ყუთის გაკეთება გადავწყვიტე, ამის დიდი გამოცდილება მქონდა J მერე ბარბოც იყო წასული დედასთან
ერთად და მანაც იყიდა საჩუქარი, შემდეგ რომ მოვიდა და საჩუქრებზე ვლაპარაკობდით, ბარბოს წამოსდა, რომ დედამ
სალოსაც უყიდა საჩუქარიო. აქედან დავასკვენი, რომ თავად ჩემი სანტა დედაჩემი ყოფილა
და მაინტერესებდა, თუ რას მაჩუქებდა.
მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც საჩუქრები უნდა გადაგვეცა ერთმანეთისთვის.
დადგა საჩუქრების გადაცემის დღეც. ძალიან მიხაროდა. დიდ დასვენებაზე გაიმართა გადაცემის
ცერემონია. მე დავაგვიანე, მაგრამ მაგის მიზეზს ვერ გეტყვითJ. ვიცოდი, რომ დედა ჩემი სანტა
იყო და მისი ნაჩუქარი საჩუქარი ძალიან მომეწონა. მე ირინე მასს ვაჩუქე, ძალიან გაუხარდა,
მეც გამიხარდა, რომ მოეწონა ჩემი საჩუქარი. ასეთი ბედნიერი და გახარებული სკოლის ბავშვები
და მასწავლებლები მე არც კი მახსოვს სხვა დროს. მიხარია, ასეთი დღე რომ არსებობს, ჩვენ
გაზაფხულზეც ვაპირებთ ერთმანეთის გახარებას საიდუმლო მეგობრის ან სხვა სახით.
17.01.18
ჩემი დაბადების დღე
ერთ დღესაც გავიღვიძე და დაბადების
დღე მომილოცეს. სკოლის დღე იყო. მაინტერესებდა, ახსოვდათ თუ არა ჩემი დაბადების დღე.
თქვენ წარმოიდგინეთ და მომილოცეს. სკოლაში სტუმრებიც მოგვივიდნენ, საჩუქრები მოგვიტანეს,
თითქოს იცოდნენ ჩემი დაბადების დღე რომ იყო და გამიხარდა. სკოლიდან რომ მოვედი, დედა
ხინკალს ხარშავდა, ბავშვებიც მოვიდნენ, საჩუქრები მომიტანეს, ტელეფონიც არ გაჩუმებულა,
სულ რეკავდნენ. ამ დღეს მასწავლებელებიც უნდა მოსულიყვნენ, არ მაინტერესებდა რას მაჩუქებდნენ,
მაგრამ ის კი გამიხარდა, რომ მოვიდნენ და მომილოცეს. საღამოს დავფიქრდი, რით დამამახსოვრდებოდა
ჩემი დაბადების დღე და გამახსენდა, რომ შემეძლო ბლოკნოტში ჩამეწერა, ასეც მოვიქეცი...
No comments:
Post a Comment