ანა ტალახაძე



საიდან ჩნდება მეგობრობა?

 როგორც პემ ბრაუნი ამბობს, "მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი-სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი გრძნობა არც არსებობს, სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მხოლოდ მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად"... 
ვფიქრობ, ის შესანიშნავი დღე, როდესაც ფშაველი გოგონა ანი გულბათაშვილი გავიცანი, ნამდვილი ცვლილებების დღე აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ, რომ ეს დღეები კიდევ უფრო ხანგრძლივდება... მანამდე ხშირად მიფიქრია ნამდვილ მეგობარზე და ზოგადად ნამდვილ მეგობრობაზე. გამჩენია კითხვაც-არსებობს თუ არა საერთოდ რაიმე ამ ცნების მსგავსი, მაგრამ ასეთი ფიქრები ანის გაცნობიდან რამდენიმე დღეში შევწყვიტე. შევწყვიტე იმიტომ, რომ უკვე მყავდა ნამდვილი მეგობარი. არ ვიცი, თავად რას ფიქრობს ამის შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც ამდაგვარი უტრიალებს თავში. რატომღაც დარწმუნებული ვარ. ალბათ იმიტომ, რომ რაღაცამდენი პროცენტით უკვე შევიცანი...(100%-ით საკუთარ თავებსაც კი ვერ ვცნობთ). ნამდვილად კარგი, სამაგალითო და ყოჩაღი გოგოა. ვფიქრობ, ირინე კალანდაძემ ყველაზი დიდი "აღმოჩენა" გააკეთა, ის რომ იპოვა და რომ არ ეპოვა?... ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს იმიტომ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. უნდა ეპოვა! მერე მეც მეპოვა, მერე მასაც შემობრუნებოდა გონება იმისკენ, რომ მე დამმეგობრებოდა და ასე...
  და საერთოდ, იმდენი რამ უნდა მომხდარიყო, რაც დღეს თვალწინ გვიდგას, რომ ჩამოთვლაც კი გაჭირდება. ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენი მეგობრობა და საერთოდ სიტყვა "ჩვენ" ზღაპარია ან თუნდაც სიზმარი, როგორც ბევრი ნოსტალგიასმიცემული ან ბედნიერი ადამიანი იტყვის ხოლმე... ვფიქრობ, მაგრამ ყველა ფიქრი და ვარაუდი როდი მართლდება! ეს კი ყველაზე მაგარი არგამართლებაა... არგამართლება იმისა, რომ ჩვენი მეგობრობა არ არის არც ზღაპარი და არც სიზმარი, არც მითი და არც ჰიპერბოლა. ეს უბრალოდ სიმართლეა, რეალობაა...
 დიახ, სინამდვილეა ის, რომ მე, ანა ტალახაძე და ის, ანი გულბათაშვილი, დავმეგობრდით!!!








პირველად ჩარგალში


ყოველივე კარგს თავისი ახსნა აქვს, ისევე როგორც ცუდსდღეს კარგს ვიტყვი... ჩემმა მეგობარმა ანი გულბათაშვილმა შეტყობინება გამომიგზავნა, ომელიც ფშაურ დღირებს ეხებოდა და ახლა წერის პროცესშიც სწორედ მას ეხებაშემომთავაზა, რომ მეც დამეწერა ფშავზე, აშიც ხელი ჩემს ექსკურსიას უნდა შეეწყო, რომელიც სწორედ იქ, ზემოთ აღნიშნულ ადგილას იყო.
ერთი სიტყვით, ფშავი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეაეს მეტად ლაკონური და ერთფეროვანი ფრაზაა, მაგრამ მიუხედავად ამისა გრძელი და მრავლისმთქმელი, რაშიც მე გუშინ დავრწმუნდი. (თუმცააქამდ ბევრი სარწმუნო ცნობა მქონდა ირინე კალანდაძისგან. ის ხომ ფშავში წავიდა იქაური ბავშვებისთვის რომ ესწავლებინა, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, აქეთ ასწავლიან ბევრ რამეს).
ვაჟა-ფშაველას, იგივე ლუკა რაზიკაშვილის, სახლ-მუზეუმი სულ რამდენიმე ოთახისგან შედგება. სახლის კედლები კი, რომლებიც მართალია რესტავრირებულია, მაინც გვიყვება ვაჟაზე და ამ პატარა და ამავდროულად ძალიან დიდ სახლში განვითარებულ მოვლენებზე. განვითარებული მოვლენები კი დიდწილად ვაჟა-ფშაველას მიერ შექმნილი ლექსებიპოემები და მოთხრობები უნდა იყოს. შთაბეჭდილებები მოახდინა ყველაფერმა, რაც ჩარგალში ვნახე და არა მარტოდასამახსოვრებელი იყო ქალი, რომელიც ფშაური დიალექტით ამ დიდი შემოქმედის ისტორიას გვიყვებოდა. ტვინში ჩაიბეჭდა მთა, მდინარე, ხედი, გზა და კიდევ ბევრი რამ... ასეთი შთაბეჭდილებები ჩარგალმა მოახდინა და წარმომიდგენია დანარჩენი ფშავის ხილვა რას დამმართებს...
და ბოლოს, რა ვგრძნობდი, როცა უკან ვბრუნდებოდი?-რა თქმა უნდა, არაფერს ბედნიერების გარდა!




1 comment:

  1. ნამდვილი მეგბრობა არაფერია ბედნიერების გარდა. <3

    ReplyDelete