შუაფხო(ვი),
ალბათ, ამას ჰქვია ბედნიერება, როცა დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც მიწას პურის მადლი აქვს, არაგვს უკვდავების წყლის, ცას ლექსის, ჰაერს სულის კურნების, ადამიანებს თავისიანების სითბო-სიყვარულის... ადგილი, რომელსაც დაუჩოქებ, მერე ჩაეხუტები, აკოცებ და...
მერე მთელი ცხოვრება გეყოფა ეს მუხტი!
ჯვარი დამიწერე, ღმერთო!!!
იახსრობა...
დღეს დილაადრიანად, ცას გახედავდა ძია ლაზარე, იახსრის ხევისბერი, პირჯვარს გადიწერდა, შეავედრებდა სოფელ-ქვეყანას სამყაროს გამჩენს, ქადა პურებს გასერავდა და ეხლა უკვე (08.57სთ) ალბათ, საკლავს ამწყალობნებს...
მერე სუფრები დაილოცება მორიგეობით, დროშა გამობრძანდება, ფერხისას მღერით ჩაივლის ფერდობს ხატიონი, ხატისკარს კიდეც დათამაშდებიან იახსრის ყმანი, დაიყრება არაგვის კალმახი, ჩაიყრება ბლომად ხინკალი, მოცხელდება ერბოში ხაჭო და მენატრებაააა!
No comments:
Post a Comment