მერე რა, რომ მთების შუაგულში
ვართ მოქცეული და თითქმის მოწყვეტილი გარე სამყაროს. ჩვენ ვცდილობთ მოსაწყენი და ერთფეროვანი
ყოველდღიურობა „გავაფერადოთ“. მერე რა, რომ ცოტანი ვართ. აქ ვაჟას სამყაროა და კიდევ
იმდენი ადამიანის, პატარა ნაზი ჯაბანიშვილით დაწყებული უხუცესი თეკლა ბებოთი დამთავრებული...
ამ ყველაფერს კი დანახვა და აღმოჩენა უნდა...
იმისათვის, რომ დავიწყებას გადაგვერჩინა
ძვირფასი ადამიანები, ამბები თუ მოგონებები, ჩვენ დღიურები ავირჩიეთ. მით უმეტეს, რომ
მისი წერა ყველას შეუძლია. ამასთან, დღიური გაძლევს საშუალებას იყო თავისუფალი, გულწრფელი
და შემოქმედებითი. ეს ჩვენს საკუთარ თავზეც გამოვცადეთ და მგონი, გამოგვივიდა.
მადლობა ფშაური დღიურებისთვის
შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს (მარიამ ჯაბანიშვილი, თინათინ თვარელაშვილი, გიორგი
ელიზბარაშვილი, იოსებ ჯაბანიშვილი, ავთანდილ თვარელაშვილი), მადლობა შუაფხოს სკოლიდან
იძულებით გადასულ და მაინც ჩვენი გუნდის წევრებს (ანა გულბათიშვილი, ბარბარე ჯაბანიშვილი,
ირმა ცოკილაური, სოფია მიქელაშვილი) და მადლობა არაჩვეულებრივ ადამიანებს მაღაროსკარის საჯარო სკოლიდან
(სალომე ცაბაურაშვილი, ბექა ცქიფაშვილი, ლია მახაური, მარი ჟამიაშვილი...) ჩვენ გვერდში დგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა
ანა გულბათიშვილს, რომელმაც პირველმა დაიწყო ფშაური დღიურების წერა (გიორგი კეკელიძის
„გურული დღიურების“ სიყვარულით და შთაგონებით) და სჯეროდა, რომ შემოქმედებით დამოკიდებულებას
ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ცხოვრებაში.
უდიდესი მადლობა ქ-ნ მარიამ ხუცურაულს შთამბეჭდავი ფშაური დღიურისთვის! ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია!
უდიდესი მადლობა ქ-ნ მარიამ ხუცურაულს შთამბეჭდავი ფშაური დღიურისთვის! ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია!
ფშაური დღიურების წერა კი ამით
არ სრულდება. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი... მსურველებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ...
პროექტის ხელმძღვანელი:
შუაფხოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ირინე კალანდაძე
ირინე კალანდაძე